ბარსა-რეალობა
"ჩვენ ხომ რობოტები არ ვართ, ამიტომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ლა ლიგის მოგება ახლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი", - ეს სიტყვები "ბარსელონას" კაპიტან კარლეს პუიოლს ეკუთვნის, რომელიც ხოსეპ გვარდიოლამ პედროსთან ერთად პირველი ტაიმის ბოლო წუთზე (!) შეცვალა "ოსასუნასთან" მატჩში, რომელიც ყველაზე ცუდი იყო კატალონიური გრანდისთვის ამ სეზონში.
სეზონში პირველად, პეპის გუნდმა მატჩში ერთბაშად 3 გოლი გაუშვა.
"ბარსას" ახლა სულ სხვა საფიქრელი აქვს, როცა
"სხვაობა ჩვენსა და "რეალს" შორის მტკივნეულია. მაგრამ "ბარსელონა" ის გუნდი არაა, რომელიც იოლად ნებდება და არც მე ვარ ის მწვრთნელი, რომელიც ბოლომდე არ იბრძვის. ჩვენზე ახლა მხოლოდ ის არის დამოკიდებული, რომ ყოველი მატჩი მაღალ დონეზე ვითამაშოთ და დაველოდოთ, რა მოხდება. "ოსასუნასთან" მარცხს ცუდ საფარს ვერ დავაბრალებ, ჩვენ ხომ შევძელით მეორე ტაიმში კარგად თამაში, ანუ იგივე შეგვეძლო პირველშიც", - განაცხადა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე.
სხვათა შორის, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია "რეინო დე ნავარაზე" პარადას რომეროს მსაჯობამ (4-იანი "მარკასგან" 10-ბალიანი სისტემით). ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დეიან ლეკიჩის მეორე გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან რაულ გარსია აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იღებდა ბურთს. სამაგიეროდ, ექსპერტებმა რეფერის მოუწონეს გადაწყვეტილება, როცა მან ალექსის სანჩესის გოლი გააუქმა - პასის მომენტში სერხი რომერო ოდნავ შეეხო ბურთს და ჩილელი ფორვარდი ამით ოფსაიდში დატოვა.
სხვათა შორის, გუშინდელ ჩვენ მიმოხილვაში ვერ იხილავდით, რომ თურმე მსაჯს არგენტინელი ხავიერ მასკერანო გაუძევებია.
ბარსელონელი 88-ე წუთზე სანჩესის გოლის გაუქმებას აპროტესტებდა, როცა პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, მეორე კი მას გასახდელისკენ მიმავალს აჩვენეს მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. ყვითელი ბარათი მიუღია ხოსეპ გვარდიოლასაც, მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებისთვის.
კრიშტიანო რონალდო სტრატოსფეროში გაიჭრა: 22 მატჩში მან 27 გოლი გაიტანა, 47 სეზონია ასეთი შედეგი არავის ჰქონია. თუ ასე გააგრძელა, პორტუგალიელი ჩემპიონატის ბოლოს 46 გოლით მოიწონებს თავს, 46 გოლით!!! შედარებისთვის, 2006-07 წლების პიჩიჩი რუუდ ვან ნისტელროიმ 25 გოლით მოიგო, ამაზე მეტი რონის უკვე გატანილი აქვს!
გამარჯვებისა და "ბარსელონასთან" 10-ქულიანი ჰანდიკაპის მიუხედავად, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები ჯერ არ ზეიმობენ ტიტულს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მათი ხელის შეშლა უკვე მხოლოდ თავად თუ შეუძლიათ.
ალვარო არბელოამ თქვა, რომ სეზონის ბოლომდე ბევრ გუნდს უნდა ვეთამაშოთ და მათი დაუფასებლობა იქნება, ზეიმი ახლავე რომ დავიწყოთო. "დიდებული მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ ასე უნდა გავაგრძელოთ, ლიგა ჯერ ლამის შუაშია", - აცხადებს "ლევანტეს" კარში ბოლო გოლის ავტორი, ფრანგი ქარიმ ბენზემა.
"ლევანტესთან" მატჩის გადამწყვეტი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო, როცა ვალენსიელთა ათიანმა ვისენტე იბორამ საკუთარ საჯარიმოში ხელით "ჩამოიღო" ბურთი. რეფერიმ პენალტი დანიშნა და ნახევარმცველს მეორე ყვითელი ბარათი მისცა. ის 2-3 წუთიც რომ გაეძლოთ "ბაყაყებს", კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე", სტუმრები ხომ 1:0-ს იგებდნენ.
სხვათა შორის, ამ მატჩში ერთი-ორჯერ "რეალის" ფეხბურთელებს დაპირისპირება ვეტერან ასიერ დელ ორნოსთან მოუვიდათ. ბასკი მცველი, რატომღაც, პროვოკაციულად იქცეოდა, რის გამოც ერთხელ სერხიო რამოსთან სერიოზული კინკლაობაც მოუვიდა. ალვარო არბელოასთვის ყვითელი ბარათი მე-5 იყო სეზონში. ასე რომ, "რეალის" მარჯვენა მცველი "რასინგთან" მატჩს გამოტოვებს.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამ მატჩზე: შეხვედრა სიმბოლურად რობერტო კარლოსმა გახსნა, იკერ კასილიასმა 285-ე მატჩი მოიგო "რეალის" მაისურით და ამ მაჩვენებლით რეალის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა, გონსალო იგუაინმა კი კლუბის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა.
მესი VS რონი
კრიშტიანო რონალდომ "ლევანტესთან" 4:2 მოგებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა: კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, აქედან 4 ზუსტი იყო, პორტუგალიელმა 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ერთხელ მოხვდა თამაშგარეში და ერთხელ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.
ლიონელ მესიმ 90 წუთი ითამაშა "ოსასუნასთან" 2:3 მარცხში: კარისკენ 5-ჯერ დაარტყა, 3-ჯერ ზუსტად, ერთხელ მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ.
თქმა არ უნდა, ეს რაუნდი რონიმ მოიგო და ჩვენ "ტურნირში" სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 12:13.
ტურის სიმბოლური ნაკრები
Goal.com 4-3-3
ტონიო (რასინგი, 1) - ნელსონი (ბეტისი, 1), სერხიო (ოსასუნა, 1), კარლოს მარჩენა (ვილიარეალი, 1), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო, 1) - ბორხა ვალერო (ვილიარეალი, 4), რაულ გარსია (ოსასუნა, 3), სოფიან ფეგული (ვალენსია, 2) - დეიან ლეკიჩი (ოსასუნა, 1), ჟონასი (ვალენსია, 1), კრიშტიანო რონალდო (რეალი, 9).
სიმბოლურ ნაკრებში "ოსასუნას" ფეხბურთელი ვის გაუკვირდებოდა, ასეთი სამია დუბლის ავტორი ლეკიჩი და სერხიო პირველად მოხვდნენ ამ სეზონში, რაულ გარსიასთვის კი ეს მესამე დაფასებაა.
"ბარსელონას" არც ერთი ფეხბურთელი სიმბოლურში არ მოხვდა (!), ყველაზე ახლოს გამორჩევასთან ალექსის სანჩესი იდგა, რომელმაც მართლაც კარგად ითამაშა. კრიშტიანო რონალდო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეცხრედ (!) მოხვდა.
ტურის გმირი
კრიშტიანო რონალდო (რეალი)
მარტომ გადაწყვიტა მატჩის ბედი, "ლევანტეს" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.
ტურის ფრაზები
ხუანხო გონსალესი: "ყველა ხელი არ არის ყვითელი ბარათი", - "ლევანტეს" თავკაცი ინციდენტზე, რომლის შემდეგაც სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა.
ჟოზე მოურინიო: "სხვაგან, როცა თამაშობ კარგად, ხალხს ეს უხარია და ტკბება, აქ კი უფრო კარგად თამაშს ითხოვს", - თუ რაოდენ მომთხოვნია "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა.
კრიშტიანო რონალდო: "ძალიან მაგრად ვგრძნობ თავს, როცა ტრიბუნები ჩემს სახელს გაიძახიან", - ტურის გმირი ჰეთ თრიკის შესრულების შემდეგ.
ჟოზე მოურინიო: "კრიშტიანოს მესამე გოლი იყო ფანტასტიკური, ის ინტერნეტით მთელს მსოფლიოს შემოივლის", - რონალდოს სუპერგოლზე.
პეპე: "მედიამ ისეთი პიარი ამიგორა, რომ ხალხის თვალში მკვლელად გამომიყვანა", - პორტუგალიელი ფეხბურთელი საკუთარ იმიჯზე.
ჟოზე მოურინიო: "კოპას ფინალში ჩემი გუნდი არ თამაშობს. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს სად ითამაშებენ ფინალისტები, აქ თუ ჩინეთში", - პორტუგალიელის პასუხი, როცა მას ჰკითხეს, რა აზრისაა თასის ფინალის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარებაზე.
დეიან ლეკიჩი: "ბარსას" კარში შესრულებულ დუბლს ცხოვრებაში არ დავივიწყებ", - ნავარული მატჩის გმირი.
მაურისიო პოჩეტინო: "0:2 მარცხი დიდი უსამართლობაა, ჩვენ მეტოქეზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ", - "ესპანიოლის" არგენტინელი თავკაცი "სარაგოსასთან" მატჩის შემდეგ.
მანუელ პელეგრინი: "ამდენი შეცდომის მიუხედავად, ლიგის საგზურს მხოლოდ ქულა გვაშორებს", - "მალაგას" ჩილელი თავკაცი.
ტურის მხვერპლნი
23-ე ტური ესპანეთისთვის უჩვეულო ცივ ამინდში ჩატარდა. ამიტომ ყველაზე მეტი ტრავმა ფეხბურთელებმა კუნთების არასათანადოდ გახურების გამო მიიღეს. ტრავმები მიიღეს: ტიაგომ (ატლეტიკო), რესიომ (მალაგა), სანტი კასორლამ (მალაგა) და კანელიამ (სპორტინგი)
ტურის 5 საუკეთესო გოლი
ჩვენ მიმოხილვაში სიახლეა. დღეს "ვალენსიას" ფრანგი ნახევარმცველის სოფიან ფეგულის სუპერგოლი გამოვარჩიეთ.
1. სოფიან ფეგული (ვალენსია) "სპორტინგის" კარში
2. კრიშტიანო რონალდო (რეალი) მე-3 გოლი "ლევანტეს" კარში.
3. კრისტიან ტელიო (ბარსელონა) "ოსასუნას" კარში.
4. მიშელ პერეირა (მალიორკა) "მალაგას" კარში.
5. რუბენ კასტრო (ბეტისი) "ბილბაოს" კარში.
ტურის სტატისტი
(შენიშვნა: წუხანდელი მატჩის მონაცემები არ არის შესული)
30 გოლი ტურში (3,33 მატჩში). 7 თამაში მოიგეს მასპინძლებმა, 1 ფრედ დასრულდა და 1 სტუმრებმა მოიგეს. ტურში მსაჯებმა 57 ყვითელი და 4 წითელი ბარათი დაარიგეს.
ჰეთ თრიკი - კრიშტიანო რონალდო (რეალი).
დუბლი - ჟონასი (ვალენსია), დეიან ლეკიჩი (ოსასუნა)
ტურის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: ხაირო სამპერიო (რასინგი, 18 წლის)
ყველაზე მეტი მაყურებელი: 75 000 - "სანტიაგო ბერნაბეუ"
ყველაზე ნაკლები მაყურებელი: 13 500 - "ვალეკასი"
ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 26 - რეალი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 9 - რეალი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 8 - ვილიარეალი
ყველაზე მეტი კუთხური: 14 - რეალი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 25 - ატლეტიკო
ყველაზე მეტი ბურთის ფლობა: 78% - რეალი
რასინგი-ატლეტიკო 0:0
საუკეთესო: ტონიო (რასინგი)
ოსასუნა-ბარსელონა 3:2
საუკეთესო: რაულ გარსია (ოსასუნა)
ბეტისი-ბილბაო 2:1
საუკეთესო: ნელსონი (ბეტისი)
ესპანიოლი-სარაგოსა 0:2
საუკეთესო: რობერტო (სარაგოსა)
მალაგა-მალიორკა 3:1
საუკეთესო: ჟერემი ტულალანი (მალაგა)
ვალეკანო-ხეტაფე 2:0
საუკეთესო: მიჩუ (რაიო ვალეკანო)
ვალენსია-სპორტინგი 4:0
საუკეთესო: სოფიან ფეგული (ვალენსია)
ვილიარეალი-გრანადა 3:1
საუკეთესო: ბორხა ვალერო (ვილიარეალი)
რეალი-ლევანტე 4:2
საუკეთესო: კრიშტიანო რონალდო (რეალი)
სოსიედადი-სევილია 2:0
გოლები: 1:0 ველა (65), 2:0 პარდო (68)
გაფრთხილება: ი. მარტინესი - დელ მორალი, ტროხოვსკი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 12-13 (6-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 25 000
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - კ. მარტინესი, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, კადამურო - ბერგარა, არანბურუ - ჩაბი პრიეტო, პარდო (75. დემიდოვი), ველა (89. ხ. ლორენტე) - აგირეჩე (72. გრიზმანი).
სევილია (4-2-3-1): პალოპი - კოკე, კალა, ფასიო, ფ. ნავარო - კამპანია (70. რაკიტიჩი), ტროხოვსკი - ხესუს ნავასი, რეიესი (78. ლუნა), დელ მორალი (70. კანუტე) - ნეგრედო.
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 22 19 1 2 75-21 58
2. ბარსელონა 22 14 6 2 63-16 48
3. ვალენსია 22 11 7 4 35-22 40
4. ლევანტე 22 9 5 8 29-29 32
5. ესპანიოლი 22 9 5 8 25-26 32
6. ატლეტიკო 22 8 7 7 31-27 31
7. მალაგა 22 9 4 9 28-32 31
8. ოსასუნა 22 7 10 5 26-35 31
9. ბილბაო 22 7 9 6 34-30 30
10. ვალეკანო 22 8 4 10 27-32 28
11.სოსიედადი 22 7 6 9 25-30 27
12. ხეტაფე 22 7 6 9 22-29 27
13. სევილია 22 6 8 8 22-26 26
14. ბეტისი 22 8 2 12 25-31 26
15. ვილიარეალი 22 6 8 8 23-30 26
16. მალიორკა 22 6 7 9 19-28 25
17. გრანადა 22 7 4 11 17-31 25
18. რასინგი 22 4 11 7 18-26 23
19. სპორტინგი 22 5 4 13 20-43 19
20. სარაგოსა 22 3 6 13 18-38 15
მომდევნო ტური
18 თებერვალი: ხეტაფე-ესპანიოლი, რეალი-რასინგი, სევილია-ოსასუნა.
19 თებერვალი: გრანადა-რეალ სოსიედადი, ბილბაო-მალაგა, სპორტინგი-ატლეტიკო, მალიორკა-ვილიარეალი, ლევანტე-რაიო ვალეკანო, ბარსელონა-ვალენსია.
20 თებერვალი: სარაგოსა-ბეტისი.
ბომბარდირები: 27 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 23 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო), ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა); 8 - ალექსის სანჩესი (ბარსელონა), არუნა კონე (ლევანტე).
ასისტენტები: 13 - ანხელ დი მარია (რეალი); 11 - მესუთ იოზილი (რეალი); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 8 - დანიელ ალვეში (ბარსელონა); 7 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 6 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ჩავი (ბარსელონა), რაულ გარსია (ოსასუნა).
ზამორას ტროფეი: 0,73 (გოლი/მატჩში) - ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა); 0,95 - იკერ კასილიასი (რეალი); 1,10 ტიბო კურტუა (ატლეტიკო); 1,14 - ხავი ვარასი (სევილია); 1,19 - ტონიო (რასინგი).