"გერმანიაში თამაში ყოველთვის სარისკოა. ადრე გერმანულ გუნდებთან მატჩებში უკვე წავიფორხილეთ. მეტოქეს მეორე სართულზე თამაშის საშუალება არ უნდა მივცეთ, რადგან ბევრი მაღალი ფეხბურთელი ჰყავს.
მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატში საქმე გაგვირთულდა, ჩემპიონთა ლიგას უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ეს ჩვენი მთავარი ამოცანაა.
ვეცდებით ის შეცდომები არ დავუშვათ, რომელიც "ოსასუნასთან" (2:3) შეხვედრაში გვქონდა. მთავარია კონტროლი ერთი წუთითაც არ დავკარგოთ", - განაცხადა