კლუბში კმაყოფილები იყვნენ ტეხადას სადებიუტო მატჩით, მაგრამ უკვე შემდგომი შეხვედრა, რომელიც "სპორტინგმა" 0:4 წააგო "ვალენსიასთან", მისი გადაყენების საფუძველი გახდა - ტეხადა მე-9 მწვრთნელია ლა ლიგაში (მიგელ ანხელ ნადალს არ ვთვლით), რომელმაც ამ სეზონში სამსახური დაკარგა.
"სპორტინგის" 46 წლის ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც კლუბში ჯერ აგრონომად დაასაქმეს და რამდენიმე წელიწადში მთავარი მწვრთნელი გახდა, მთლად უმუშევარიც არ დარჩება, კლუბის სტრუქტურაში ისევ დაასაქმებენ. აი, ასტურიელთა ახალი თავკაცი კი საქვეყნოდ
"სპორტინგის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლემენტესთან კონტრაქტი 30 ივნისამდე გაფორმდა. მისი პრეზენტაცია კი გუშინ შედგა.
ხავიერ კლემენტეს ყველაზე დიდი წარმატება მისი ბილბაოს "ატლეტიკში" მუშაობის დროინდელია - 28-29 წლის წინათ მან ბასკური გუნდი ორჯერ გახადა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ თასი მოაგებინა და ერთხელ სუპერთასი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"