შეთანხმება ვერ შედგა - ორივე ფინალისტი, "ბილბაო" და "ბარსელონა" დაჟინებით ითხოვდნენ ფინალი მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართოს.
ლოგიკურად ასეც უნდა იყოს - სტადიონი ყველაზე დიდია ნეიტრალურთაგან, არც მანძილშია უზარმაზარი სხვაობა. არც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაა წინააღმდეგი, მაგრამ ის ვერ ავალდებულებს "რეალს" უმასპინძლოს თასის ფინალს, რადგან სტადიონი კლუბის საკუთრებაშია.
ამიტომ, სათადარიგო ვარიანტად ვალენსიური "მესტალია" ისევ რჩება და დიდი შანსია, ფინალიც იქ გაიმართოს. ფინალისტებმა 10 დღის ვადა
"რეალში" კარგად ახსოვთ, 2009 წლის ფინალი, როცა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს "ბილბაოს" და "ბარსელონას" გულშემატკივრებმა, ბასკებმა და კატალონიელებმა.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" ასეთი რამის დაშვება კიდევ ერთხელ მათ აღარ სურთ. სხვათა შორის, "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ გაიხსენა, რომ ასევე მოიქცა "ბარსელონა", როცა 2004 წლის ფინალი არ გაამართინა ფედერაციას "კამპ ნოუზე", რადგან ფინალში "რეალი" იყო გასული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"