"ლევანტესთან" მატჩში პორტუგალიელმა გოლეადორმა "რეალის" მაისურით ჩემპიონატში მე-13 ჰეთ თრიკი შეასრულა და კლუბის ლეგენდა ფერენც პუშკაშს (12 ჰეთ თრიკი) გადაუსწრო. ისე, პირველ ადგილამდე ძალიან შორია, თუნდაც რონალდოს დარი მეგოლესთვის - ალფრედო დი სტეფანომ ლა ლიგაში 22 ჰეთ თრიკი შეასრულა.
სხვათა შორის, 3-ზე მეტი ჰეთ თრიკი "ლოს ბლანკოსის" ისტორიაში მხოლოდ 8 ფეხბურთელს აქვს შესრულებული. რონალდოს 13 ჰეთ თრიკიდან 2 სინამდვილეში მეტიცაა - შარშანდელ
სეზონების მიხედვით ასეა: მისთვის პირველ სეზონში (2009/10 წლები) რონიმ მხოლოდ 1 ჰეთ თრიკი შეასრულა, მეორეში - 6, ახლა კი ჯერ შუა სეზონია და მის ანგარიშზე უკვე 6 ჰეთ თრიკია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"