როგორც მოგეხსენებათ, "სამეფო კლუბის" არგენტინელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მესუთ იოზილის შეძენის შემდეგ, "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო მოღვაწეობა დაასრულაო. მოურინიუს საპასუხო განცხადებები კი ვალდანოს ამ სიტყვებთან აშკარა დისონანსში იყო: "ორად ორი თავდამსხმელი გვყავს – კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი. ორივე შესანიშნავი შემსრულებელია, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს, უფალმა დაიფაროს და, რამე რომ შეემთხვას, ვინ ვათამაშო თავდამსხმელის პოზიციაზე? იმის თქმა მსურს, რომ "რეალს" მინიმუმ ერთი
სეუ ჟოზეს ამ განცხადებას ვალდანოს მორიგი გამოსვლა მოყვა: "თუკი გონსალომ ან კარიმმა ტრავმა მიიღო, ჩვენ გვყავს კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია. ორივეს შეუძლია ფორვარდის პოზიციაზე თამაში. ამიტომაც ვიმეორებ, "რეალი" ამ ზაფხულში აღარავის შეიძენს".
მაგრამ მოუ რის მოუ იქნებოდა, ჟურნალისტებთან მომდევნო შეხვედრებზე თავისი პრობლემები ერთხელაც არ დაეფიქსირებინა. "ფორვარდი ჰაერივით მჭირდება", - ამბობს პორტუგალიელი ყოველ ხელსაყრელ სიტუაციაში.
ეტყობა, როგორც იქნა და მწვრთნელის სიტყვები უფრო მაღლაც შეისმინეს – სექტემბრის დადგომიდან პრესა "რეალს" ყოველდღიურად ამა თუ იმ ცნობილ ფორვარდს უკავშირებს. ახლა დიეგო ფორლანის ჯერი დამდგარა.
"რეალი" იანვარში 31 წლის ურუგვაელის გადაბირებას შეეცდებაო – ასეთი ცნობა გავრცელდა ესპანურ მედიაში. თავად ფორლანი აცხადებს, "სამეფო კლუბის" ინტერესი ჩემთვის დიდი პატივიაო, მაგრამ ცოტა საეჭვო ფონიც არსებობს – ფორლანი ხომ მადრიდის "ატლეტიკოს" ლიდერია, ხოლო ეს კლუბი "რეალის" ოდინდელი მოსისხლე მტერია...