"მიმაჩნია, რომ კონტრაქტის გაგრძელება ერთბაშად ხუთი-ექვსი წლით ღირს. მაგრამ ისეთ ამბიციურ კლუბში, როგორიც "ბარსელონაა" მუშაობას ვერ შევძლებ თუ საკმარისი ძალები არ მექნა.
ვიცი, რომ ისე კარგად თავს ვერსად ვიგრძნობ, როგორც "ბარსელონაში". მაგრამ ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, გავაგრძელებ თუ არა კონტრაქტს. ოდესღაც, ასეთ გადაწყვეტილებას თებერვალშიც მივიღებდი, მაგრამ ახლა დალოდებას და ფიქრს ვამჯობინებ.
თუ კლუბი გადაწყვეტილების მისაღებად ვადას დამინიშნავს, დავფიქრდები. ახლა, მხოლოდ ყოველდღიურ სამუშაოზე ვფიქრობ", - განაცხადა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ
მომზადებულია AS-ის მიხედვით