ანხელ დი მარია: მადრიდის "რეალი" სწორ გზაზე დგას

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ სანტანდერის "რასინგთან" (4:0) მატჩზე ისაუბრა.

ის ამ შეხვედრაში მოედანზე ტრავმის შემდეგ პირველად გამოვიდა და გოლი გაიტანა.

დი მარიას თქმით, ამ შეხვედრისთვის მზად რომ ყოფილიყო, მთელი კვირა ვარჯიშობდა. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მის გუნდს ახლა ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე გადართვა სჭირდება.

"სათამაშოდ მზად ვიყავი, მთელი კვირა ვვარჯიშობდი, რათა შეხვედრისთვის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვყოფილიყავი. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ, იმისთვის რათა ფორვარდებს საქმე გავუადვილოთ.

მშვენიერია, რომ მოვიგეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. სწორ გზაზე ვდგავართ.
მძიმე სამუშაოს სარგებელიც მოაქვს. ახლა ისევ ჩემპიონთა ლიგის მატჩები გველის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ყურადღება მოსკოვში გასამართ მატჩზე უნდა გავამახვილოთ".

დი მარიამ "რასინგის" კარში გატანილი მეორე გოლიც გაიხსენა.

"დავინახე რას აკეთებდა ბენზემა და მეტოქის კარისკენ მოძრაობისას გავუკეთე პასი. თუმცა არ ველოდი, რომ ბურთი ასე მაღლა წავიდოდა", - აღნიშნა დი მარიამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული