არგენტინელი მატჩის მთავარი გმირი გახდა, პოკერი გაიფორმა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.
"შესანიშნავი თამაშის წყალობით საკუთარი თავი ისევ ვიპოვეთ. მატჩის დებიუტი რთული გამოდგა, არ გაგვიმართლა და გოლი გავუშვით.
რაც შეეხება ჩემს გოლებს, უმნიშვნელოვანესი არა გოლები, არამე გუნდია. მან გაიმარჯვა და ბედნიერები ვართ", - განაცხადა მესიმ და დასძინა, რომ მთელ გუნდს მუშაობის გაგრძელება მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთან ერთად სურს.