ფაბიო კაპელო შესაძლოა ზაფხულში მადრიდის "რეალში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
ესპანელმა ჟურნალისტებმა 19 თებერვალს სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს მადრიდის "რეალში" ფაბიო კაპელოს დაბრუნების შესახებ.

როგორც გაირკვა, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცი "სამეფო კლუბის" პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს უკვე დაუკავშირდა და მას საკუთარი თანამდებობა შესთავაზა, ზაფხულში "რეალიდან" ჟოზე მოურინიოს წასვლის შემთხვევაში.

თავად პორტუგალიელზე უკვე დიდი ხანია ვრცელდება ცნობები, თითქოს ის რომელიმე ინგლისურ კლუბში აპირებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ კაპელო "რეალს" 1996-1997 და 2006-2007 წლებში თავკაცობდა, რომლის დროს მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული