გთავაზობთ მისი აზრების მცირე ამონაკრებს:
გვარდიოლას კონტრაქტზე: "არა მგონია, ჩვენზე იყოს დამოკიდებული, განაახლებს თუ არა გვარდიოლა კონტრაქტს. სამაგიეროდ, კარგად ვიცი, რომ მას ძალიან ეამაყება ამ საკითხთან ჩვენი დამოკიდებულების გამო".
"რეალთან" 10-ქულიან ჩამორჩენაზე: "მიმაჩნია, რომ ჩამორჩენა არანორმალური არ არის. ჩვენ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ვთამაშობთ. სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი ქულა ბოლო წუთებზე დავკარგეთ".
"ბარსას" უახლოეს სტრატეგიაზე:
სტუმრად ცუდ თამაშზე: "ვფიქრობ, სტუმრად ცუდად არ ვთამაშობთ. უბრალოდ, მეტოქეები ძალიან მოტივირებული გამოდიან და თუ პირველი გოლი გაიტანეს, ძალიან ჭირს მათი გაძლიერებული დაცვის გარღვევა".
ხმებზე, თითქოს, გვარდიოლასთან ურთიერთობა დაძაბული აქვს: "არავითარი პრობლემა. წლებია ერთად ვმუშაობთ. ძალიან კარგად მესმის, რას სურს ჩემგან. როცა რამე სათქმელია, ერთმანეთს პირში ვეუბნებით და წყენას არ ვიტოვებთ. რასაც ხალხი ამბობს, ყველაფერს, რომ ყური უგდო, ნამდვილად გაგიჟდები".
* * *
კარლეს პუიოლმა "ბარსელონას" ბოლო 8 შეხვედრა სასტარტოში დაიწყო. მას ასეთი სერია 2008/09 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
* * *
ჩავიმ იტალიური ჯილდო მიიღო - "ბულგარელო ნუმერო 8". იტალიურმა ჟიურიმ ესპანელი დანიელე დე როსის (რომა) და ბასტიან შვაინშტაიგერის წინ დააყენა.
* * *
"ბარსას" პრეზიდენტი სანდრო როსელი მადრიდში ბილ გეიტსს შეხვდა.
* * *
მადრიდის "ატლეტიკომ" "ბარსას" გულშემატკივრებს მხოლოდ ათასი ბილეთი გამოუყო.
* * *
"სპორტის" ცნობით, "ბარსელონა" სარეზერვო გუნდის თავკაც ეუსებიო საკრისტანს კიდევ ერთი სეზონით უგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"