მიზეზი არხზე გასული სკეტჩ-შოუა, რომელშიც ესპანელი ველომრბოლი ალბერტო კონტადორი, ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი და ფეხბურთელი იკერ კასილიასი გაამასხარავეს (შოუს თემა იყო დოპინგი).
"რეალის" ხელმძღვანელობა კასილიასზე შეტევამ გაამწარა. ბოიკოტი უკვე იგემეს ფრანგმა ჟურნალისტებმა, როცა ისინი ქარიმ ბენზემას ინტერვიუსთვის მიუახლოვდნენ, "რეალის" პრეს-ოფიცერმა მათ აუხსნა, რომ "კანალ პლუსს" "რეალის" ფეხბურთელები კომენტარს აღარ მისცემენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"