მაშინდელ "რეალს" ვისენტე დელ ბოსკე წვრთნიდა, 1999 წლიდან 2003 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში "რეალმა" ორჯერ მოიგო ლა ლიგა და ორჯერ ლიგა. მაშინ "გალაქტიკოში" ზიდანი, რაული, ფიგუ, რონალდო და სხვები ბრწყინავდნენ.
აი, რას ამბობს 48 წლის მიჩელი: "დღევანდელი გუნდი, თითქოს, უფრო სანახაობრივია, მაგრამ ზიდანი, რაული, იერო, ფიგუ, რობერტო კარლოსი და სხვები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მოხვდნენ. ახლებმა უნდა მოიგონ
* * *
ქარიმ ბენზემა, რომელსაც ექიმებმა 2-დან 3 კვირამდე გამოუწერეს დასვენება, ოპტიმისტია. ის აცხადებს, რომ დათქმულზე ადრე დაუბრუნდება ფეხბურთს: "კარიერაში ამაზე უფრო საშიში ტრავმები მქონია", - განაცხადა ფრანგმა.
* * *
მორიგ ტურში "რეალს" დერბი ელის, "სამეფო კლუბის" მეტოქე "რაიო ვალეკანოა". "ელვების" ბოსი ხოსე რამონ სანდოვალი მეტისმეტად ოპტიმისტი ყოფილა: "რეალთან" მატჩის წინ ცხრილს ზედაც არ ვუყურებთ. ვიცით, რომ გავარდნის ზონას 8 ქულით ვუსწრებთ და თუ "რეალს" მოვუგებთ, მნიშვნელოვნად გავიუმჯობესებთ მდგომარეობას. დიახ, არ მოგესმათ - "რეალის" დამარცხებაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. მეტოქეს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ მათი ნაკლიც ვიცით".
* * *
"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მანოლო სანჩისი მიიჩნევს, რომ რაფაელ ვარანისთვის სასტარტოში თამაში ჯერ ნაადრევია. "მომავალი მისია, თუმცა ამ ეტაპზე დაცვის ცენტრში ფრანგის ადგილს ვერ ვხედავ, კონკურენტები ჯერ სჯობნიან".
* * *
ბენზემას ტრავმის შემდეგ მოურინიოს შეტევაში საკადრო პრობლემა აქვს - ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდია ჯანზე - გონსალო იგუაინი. ამიტომაც, პორტუგალიელი "რეალ კასტილიას" მიმართავს და "რაიო ვალეკანოსთან" მატჩისთვის ან ალვარო მორატას დაამატებს ძირითად გუნდს, ან - ხოსელუს.
* * *
კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო დაბრუნებაზე: "წინასწარ არავინ იცის, რას გვიმზადებს ბედი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"