ერთი, რომ არგენტინელი ისედაც საუკეთესოა კატალონიელთა რიგებში. მეორეც, თითქოს, ჯინი სჭირსო, მესის განსაკუთრებით უყვარს "ატლეტიკოს" მეკარეების დამწუხრება - მის ანგარიშზე 13 დაპირისპირებაში გატანილი 17 გოლია.
ბოლო ორ შეხვედრაში მესი ჰეთ თრიკის გარეშე არ ტოვებს მოედანს. 17-დან 13 გოლი ლა ლიგაზე მოდის, 4 კი სამეფო თასზე.
* * *
"ატლეტიკოსთან" მატჩისთვის ხოსეპ გვარდიოლამ პირველი გუნდის 18 ფეხბურთელი და ერთი სარეზერვო, კრისტიან ტელიო ავარჯიშა.
ჩავი 14 წელია, ძირითადი გუნდის ფეხბურთელად მიიჩნევა, მაგრამ ნახევარმცველს ასეთი პროდუქტიული სეზონი ჯერ არ ჰქონია - მან ყველა 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა (აქედან 7 ლა ლიგაში) და პირველად გადაცდა 10-გოლიან ნიშნულს. 2008/09 წლების სეზონში ჩავიმ 10 გოლი გაიტანა.
* * *
ისააკ კვენკა იხსნებს პირველ ნაბიჯებს ძირითად გუნდში. 19 წლის გარემარბი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად "ბარსას" სუპერვარსკვლავების უბრალოებამ გააკვირვა და გაახარა.
* * *
ტიაგო ალკანტარას მიაჩნია, რომ მის კლუბს ყველაფერი ხელეწიფება. მათ შორის, "რეალთან" 10-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც.
* * *
დანი ალვეში ამბობს, რომ, როცა იხსენებს "რეალთან" დიდ ჩამორჩენას, ცოფდება.
* * *
ბერნდ შუსტერმა განაცხადა, რომ უკვე ვერ წარმოუდგენია "ბარსელონა" გვარდიოლას გარეშე, ისევე როგორც "რეალი" მოურინიოს გარეშე.
* * *
ვისენტე დელ ბოსკემ აღნიშნა, რომ ალექსის სანჩესი ბრწყინვალედ მოერგო "ბლაუგრანას".
* * *
"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ბოს ანხელ მარია ვილიარს შეხვდა. ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა სათასო ფინალის გამართვის ადგილი იყო.
* * *
"მარკას" მიაჩნია, რომ გვარდიოლას აბარგების შემთხვევაში "ბარსელონას" ან ლუის ენრიკე, ან მარსელო ბიელსა გაწვრთნის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"