"ბარსელონა" ზაფხულში ვარსკვლავების შეძენას არ აპირებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხმაურიანი შენაძენების განხორციელებას არ აპირებს.

საქმე იმაშია, რომ კატალონიურ კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ დროისთვის მათ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.

კატალონიელები ახალი მოთამაშეების შეძენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებენ, თუ "ბარსელონა" იმ სამი ტურნირიდან, რომელშიც მონაწილეობს, ვერცერთში გაიმარჯვებს.

გუნდის სამწვრთნელო შტაბი პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით იტალიური "მილანის" მცველ ტიაგო სილვაზე ფიქრობს. ამას გარდა, კატალონიელები მიიჩნევენ, რომ არც ფლანგელი მცველი აწყენდათ. კლუბი მომავალი სეზონის წინ მუშაობას სწორედ ამ მიმართულებით აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული