პორტუგალიელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი მას არ აღელვებს.
"ჩემთვის სულერთია როგორ მოიქცევა გვარდიოლა. ეს საკითხი არ მაინტერესებს. გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. ის იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მისთვის საუკეთესო იქნება", - განაცხადა მოურინიომ.
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის გასვლითი მატჩის შესახებ "რაიო ვალეკანოსთან" მან თქვა:
"რეკორდებს არ გამოვეკიდებით. ჩვენ ეროვნული ჩემპიონატის მოგება გვჭირდება. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. გოლების გაშვება არ გვიყვარს და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ.