ლეო მესის საჯარიმო დარტყმის წყალობით სტუმრებმა 2:1 გაიმარჯვეს ბრწყინვალე მატჩში, რომელშიც ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო.
ჩრდილოური დერბი
ჩრდილოური დუელი ფრედ დასრულდა - ასტურიელთა შესანიშნავ საჯარიმოს კანტაბრიელებმა პენალტით უპასუხეს მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე.
პირველი ტაიმის მიწურულს "სპორტინგის" ფორვარდმა დავიდ ბარალმა შორეული საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმში მასპინძლებმა კუთხური ჩამოაწოდეს, საჯარიმოში ალეხანდრო გალვესმა ურუგვაელი კრისტიან სტუანი მოცელა და დაზარალებულმა პენალტი გოლად
მატჩის მიწურულს ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ორივე გასავარდნ ზონაში დარჩა. ვიტყვით კიდევ ერთს, "სპორტინგს" კანტაბრიაში 2,5 ათასი ფანი გაყვა.
შუაში ჩარჩენილნი
ფრემ "ბეტისი" და "ხეტაფე" ლა ლიგის ცხრილის შუაში დატოვა. მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში გოლები სამი წუთის ინტერვალით გავიდა - ჯერ ეკვადორელმა ჯეფერსონ მონტერომ, რომელიც საუკეთესო იყო ორივე გუნდში, მოპარა მეტოქეს ბურთი და ხუან მოლინა მოძებნა, რომელმაც საჯარიმოს გარედან გაიტანა.
შემდეგ სევილიელმა ჩეჩუ დორადომ წამით დაასწრო დანი გუისას და საკუთარი კარი დალაშქრა. თამაში ამის შემდეგ გამოცოცხლდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.
სარაგოსა გამოსატირია
ვფიქრობთ, არაგონულ "სარაგოსას" ვეღარაფერი უშველის - გასავარდნად განწირულია, თუმცა 1:5-ის მიუხედავად სტუმრებმა "მალაგას" პრობლემები მაინც შეუქმნეს - პირველი ტაიმის შუაში კარლოს არანდამ აუტსაიდერი დააწინაურა და ტაიმის ბოლომდე მანუელ პელეგრინის გუნდი ვერაფერს ახერხებდა.
პირველი ნახევარი 1:1 მორჩა, რაც სება ფერნანდესის თავურის დამსახურებაა. 67-ე წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო, შემდეგ კი პაულო და სილვამ საკუთარ კარში გაიტანა (ისკოს ჩამოწოდებული) და დაიწყო.. სტუმრები დემიკელისმა (თავით), ისკომ და რონდონმა გაანადგურეს.
ლევანტე გაცოცხლდა
ისევ გვაოცებს "ლევანტე" - ვფიქრობთ, ვალენსიური კლუბი ნაადრევად ჩამოვწერეთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოცილეთა რიგებიდან. ყოველ შემთხვევაში, შაბათს "ლევანტემ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა უშუალო კონკურენტ "ესპანიოლთან" მისსავე მოედანზე - 2:1. სტუმრები პირველ ტაიმში ვალდომ დააწინაურა.
მეორეში "ესპანიოლმა" გაათანაბრა: ვერდიუმ საჯარიმო ჩამოაწოდა და შეცვლაზე შესულმა კალუ უჩემ თავით გაიტანა. მაგრამ "ლევანტემ" ბოლოსწინა წუთზე მაინც გაიტანა, 3 ქულა სტუმრებს შეცვლაზე შესულმა რუბენ სუარესმა (საჯარიმო დარტყმით) მოუტანა - გოლი საკმაოდ კურიოზული და მატჩის მსვლელობიდან ამოვარდნილი იყო.
მეკარის შეცდომით
"ელ მადრიგალის" მატჩამდე 63 საათით ადრე "ბილბაო" მოსკოვის "ლოკომოტივს" უმკლავდებოდა. ამიტომაც, მარსელო ბიელსამ ფერნანდო ლორენტე დაასვენა, თუმცა შესვენების შემდეგ "მეფე-ლომი" უკვე მოედანზე იყო, ბასკთა მწვრთნელს სხვა გზა არ ჰქონდა - "ვილიარეალი" მარკოს სენას ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ იგებდა.
ლორენტემ უმალ მოახდინა ეფექტი მოედანზე, გაისკა ტოკეროს ჩამოწოდებულს თავით შეეგება და სეზონში მე-12 გოლი თავით გაიტანა. ეს ლორენტეს მე-7 გოლია თავურით. ამ მაჩვენებლით ბასკი ყველას სჯობს ლა ლიგაში და ვგონებ, ევროპაშიც. "ბილბაო" კონტრშეტევის წყალობით დაწინაურდა, რომელიც ანდერმა წამოიწყო და მარკელ სუსაეტამ დაასრულა.
67-ე წუთზე "წყალქვეშა ნავი" ნილმარმა იხსნა, ბრაზილიელმა ფორვარდმა ალეხანდრო მარტინუჩოს დარტყმულს და გორკა ირაისოსის უხეიროდ მოგერიებულს დაამატა. სხვათა შორის, ეს მხოლოდ მესამე გოლია ბრაზილიელი ვარსკვლავის ანგარიშზე. ასე დაკარგა "ბილბაომ" მე-4 ადგილზე აღზევების ბრწყინვალე შანსი.
რაიო არ არის ჯაბანი
კარგმა გოლეადორმა ყველა სიტუაციაში უნდა მოახერხოს კარში დარტყმა, კრიშტიანო რონალდო კი ნამდვილად კარგი მეგოლეა, მან ეს მცირე მადრიდულ დერბიშიც დაამტკიცა, როცა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მასპინძელთა კარში ქუსლით მიუჩინა ადგილი.
ეს იყო ერთადერთი გოლი ამ შეხვედრაში, რომელსაც არ აკლდა კარგი შეტევები. მოკლედ, "ელვები" ყოჩაღი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მათ რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც ჰქონდათ, ბოლოს შტურმიც მოაწყვეს, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდმა 3 ქულა გადაარჩინა და კიდევ უფრო მიუახლოვდა მიზანს - ჩემპიონობას.
ვალენსია ანიავებს
უნაი ემერი ბედს ეთამაშება - ასე შეიძლება "ვალენსიამ" მე-3 ადგილი სათუო გაიხადოს - "მესტალიაზე" 1:2 წააგო "სევილიასთან". ანდალუსიელთაგან გამარჯვების გოლი მსოფლიოს ჩემპიონმა ხესუს ნავასმა გაიტანა. სხვა მატჩებში ბასკურმა "რეალ სოსიედადმა" და ნავარულმა "ოსასუნამ" იმარჯვეს.
ტურის ამბების აკიდო
4 საჯარიმო: თანამედროვე ფეხბურთში ნელნელა სულ უფრო ძნელი ხდება საჯარიმო დარტყმით გოლის გატანა, მეკარეებს უკვე ყველა სახის ტრაექტორია გათვლილი აქვთ და გაცილებით მომზადებულნი არიან "ვერაგი" დარტყმებისთვის.
ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ლა ლიგის 23 ტურში სულ 12 გოლი გავიდა პირდაპირ საჯარიმო დარტყმით, 11 გუნდს (მათ შორის, "რეალს"!) საერთოდ არ გაეტანათ საჯარიმო. პირველ ადგილზე "მალაგას" სანტი კასორლაა 3 გოლით, მეორეზე "ბეტისის" ბენატ ეჩებარია - 2 გოლით.
და აი, 24-ე ტურში ერთბაშად 4 გოლი გავიდა საჯარიმო დარტყმით. თავი გამოიჩინეს დავიდ ბარალმა (სპორტინგი), რუბენ სუარესმა (ლევანტე), მარკოს სენამ (ვილიარეალი) და ლიონელ მესიმ (ბარსელონა). სუარესისთვის ეს მე-2 გატანილი საჯარიმოა სეზონში და ის ამ მაჩვენებლით ბენატს დაეწია.
* * *
ესპანიოლი-ლევანტე 1:2: როგორც იქნა, "ლოს გრანოტესმა" მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დაუბრუნდა. "ლევანტემ" 10 დეკემბრის შემდეგ გამარჯვების გემო დაივიწყა, მაშინ ვალენსიელებმა "სევილიას" აჯობეს.
* * *
რაიო ვალეკანო-რეალი 0:1: მატჩის მე-19 წუთზე სერხიო რამოსმა საჯარიმოში იდაყვი ჩაარტყა დიეგო კოშტას. წესით და რიგით, მსაჯს პენალტი უნდა დაედო და რამოსი გაეგდო, მაგრამ ფერნანდეს ბორბალანმა არც კი ჩასტვინა.
* * *
რაიო ვალეკანო-რეალი 0:1: "რეალმა" საკუთარი რეკორდი გაიმეორა - ზედიზედ მე-9 საგარეო გამარჯვება. ეს 2009/10 წლების სეზონის შედეგის გამეორებაა.
* * *
რაიო ვალეკანო-რეალი 0:1: ჟოზე მოურინიომ ლა ლიგაში 50-ე მატჩი მოიგო
ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური
რასინგი-სპორტინგი 1:1
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, კრისტიანი - დიოპი (77. კოლსა), ადრიანი - არანა, აკოსტა (77. სამპერიო), მუნიტისი (59. კენედი) - სტუანი.
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - ორფილა, ბოტია, გრეგორი, კანელია - ეგურენი, რივერა (66. გალვესი) - კარმელო (56. მენდი), დე ლას კუევასი, კოლუნგა (77. სანგოი) - ბარალი.
გოლები: 0:1 ბარალი (41), 1:1 სტუანი (74-პენ)
გაფრთხილება: არანა - გრეგორი, მენდი, ორფილა
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 17-17; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19-15 (7-5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 12 000
ბეტისი-ხეტაფე 1:1
ბეტისი (4-4-2): ფაბრისიო - ნელსონი, პაულაუ, დორადო, ნაჩო - ხუანმა (71. პერეირა), ბენატი, ირინეი (68. კანიასი), მონტერო - რ. კასტრო, მოლინა (59. სანტა კრუსი).
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, კატა დიასი, მ. ტორესი, მანე - ბარადა (46. დ. კასტრო), კასკერო, ლასენი, გავილანი (67. სარაბია) - მიკუ (89. ალექსისი), გუისა.
გოლები: 1:0 მოლინა (51), 1:1 დორადო (54 ს.კ.)
გაფრთხილება: ხუანმა, სანტა კრუსი - კასკერო, ბარადა, მოია, გუისა, მიკუ, კატა დიასი, მ. ტორესი
კუთხური: 8-7; ჯარიმა: 18-9; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 13-7 (4-3); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 000
მალაგა-სარაგოსა 5:1
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი (54. დემიკელისი), ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - ტულალანი, რესიო (55. ხოაკინი) - სება ფერნანდესი (75. მარესკა), ისკო, კასორლა - რონდონი.
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, ლანძარო, და სილვა, ობრადოვიჩი - პინტერი, რუბენ მიკაელი - ლაფიტა (73. ლუის გარსია), ე. ორიოლი, აბრაამი (56. ხუან კარლოსი) - არანდა (73. პოშტიგა).
გოლები: 0:1 არანდა (23), 1:1 სება ფერნანდესი (45), 2:1 და სილვა (67 ს.კ.), 3:1 დემიკელისი (78), 4:1 ისკო (80), 5:1 რონდონი (89)
გაფრთხილება: ტულალანი - ლანძარო, პინტერი, ალვარესი
კუთხური: 8-1; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 18-12 (9-2); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 27 500
ესპანიოლი-ლევანტე 1:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, კ. გომესი (53. კალუ უჩე) - კოუტინიო (92. ალფონსო), ვერდიუ, ვეისი - ა. ვასკესი (70. რუი ფონტე).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - პ. ლოპესი, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი (76. ფარინოსი), იბორა - ვალდო (85. რ. სუარესი), ბარკერო, ღეზალი (73. სერანო) - კონე.
გოლები: 0:1 ვალდო (24), 1:1 კალუ უჩე (75), 1:2 რ. სუარესი (89)
გაფრთხილება: ვეისი - ხუანფრანი, მუნუა, ბარკერო, ტორესი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 8-5 (1-4); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 28 000
ვილიარეალი-ბილბაო 2:2
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, საპატა, ხ. ორიოლი - სენა, ბრუნო - კანი (67. კამუნიასი), მარტინუჩო (80. ე. პერესი), ბ. ვალერო - მ. რუბენი (37. ნილმარი).
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, სან ხოსე, აურტენეჩე - იტურასპე, ი. პერესი (67. ეკიზა) - სუსაეტა, ანდერი, დ. ლოპესი (46. ფ. ლორენტე) - ტოკერო (79. ი. გომესი).
გოლები: 1:0 სენა (10), 1:1 ფ. ლორენტე (61), 1:2 სუსაეტა (65), 2:2 ნილმარი (67)
გაფრთხილება: სენა - აურტენეჩე, პერესი, ტოკერო, იტურასპე
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 22-18; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 21-13 (8-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 17 500
ვალეკანო-რეალი 0:1
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო (81. ტამუდო) - ფუეგო, მოვილია (69. ტრაშორასი) - პიტი (59. ლ. ბანგურა), მიჩუ, არმენტეროსი - დ. კოშტა.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო (80. გრანერო) - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა (60. ფ. კოენტრაო), რონალდო - იგუაინი (75. კალეხონი).
გოლი: 0:1 რონალდო (53)
გაფრთხილება: კოშტა, ფუეგო, არიბასი - რამოსი, მარსელო, ალონსო, პეპე, კოენტრაო
გაძევება: მიჩუ (89)
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 7-9 (1-3); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 13 500
ვალენსია-სევილია 1:2
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო (70. ბარაგანი), რამი, რუისი, მატიო (75. პ. ერნანდესი) - ალბელდა, ტ. კოსტა - ფეგული, ჟონასი (60. ადურისი), ალბა - სოლდადო.
სევილია (4-4-2): პალოპი - კოკე, სპაჰიჩი, ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, რაკიტიჩი (87. ტროხოვსკი), რეიესი (58. დელ მორალი) - კანუტე, ნეგრედო (72. ბ. დიავარა).
გოლები: 1:0 ტ. კოსტა (25), 1:1 მედელი (36), 1:2 ხესუს ნავასი (69)
გაფრთხილება: ალბელდა, ბრუნო, ადურისი - ნავარო, მედელი
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10-11 (5-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 50 000
ოსასუნა-გრანადა 2:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, რაიტალა - პუნიალი, ნეკუნამი - სეხუდო (80. დამია), რ. გარსია, ლამა (74. ლოლო) - ლეკიჩი (48. იბრაჰიმა).
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, დიახატე, მაინსი, ბ. გომესი - ფ. რიკო, მ. რიკო - აბელი (68. ხაიმე), კ. მარტინში (46. იგჰალო), ხარა (73. ენრიკე) - უჩე.
გოლები: 1:0 ნეკუნამი (26), 2:0 ლეკიჩი (29), 2:1 მ. რიკო (31)
გაფრთხილება: პუნიალი, ნეკუნამი, ლოლო, გარსია - ხარა, ენრიკე, რობერტო
გაძევება: პუნიალი (74)
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-16 (4-7); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 16 500
სოსიედადი-მალიორკა 1:0
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, კადამურო - ბერგარა, არანბურუ (68. პარდო) - ველა (79. ჩაბი პრიეტო), ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (82. ხ. ლორენტე).
მალიორკა (4-4-2): ავატე - კრესპი, ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი (81. ოგუნჯიმი) - პერეირა, ტისონე (70. პინა), მარტი, გ. კასტრო - ვიქტორი, ჰემედი (57. ალფარო).
გოლი: 1:0 აგირეჩე (79)
გაფრთხილება: ბერგარა, ლორენტე - ტისონე, პერეირა, მარტი, რამისი
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 13-12 (1-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 20 000
ატლეტიკო-ბარსელონა 1:2
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - ტიაგო, გაბი, ადრიან ლოპესი, კოკე (77. სალვიო), არდა თურანი (86. სილვიო) - ფალკაო.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში (71. კვენკა), პუიოლი, მასკერანო, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი (85. პიკე), მესი, ფაბრეგასი (79. პედრო).
გოლები: 0:1 დანი ალვეში (36), 1:1 ფალკაო (48), 1:2 მესი (81)
გაფრთხილება: გოდინი, ხუანფრანი, არდა თურანი, ტიაგო, კოკე, მირანდა, ფალკაო - მესი, ფაბრეგასი, ალვეში, სანჩესი, ბუსკეტსი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 22-12; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 8-7 (5-3); ბურთის ფლობა: 27%-73%.
მაყურებელი: 55 600
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 24 21 1 2 80-21 64
2. ბარსელონა 24 16 6 2 70-18 54
3. ვალენსია 24 11 7 6 37-29 40
4. ლევანტე 24 10 5 9 34-35 35
5. ბილბაო 24 8 10 6 39-32 34
6. მალაგა 24 10 4 10 33-36 34
7. ოსასუნა 24 8 10 6 28-38 34
8. ესპანიოლი 24 9 6 9 27-29 33
9. ატლეტიკო 24 8 8 8 33-30 32
10. სევილია 24 8 8 8 26-27 32
11. ვალეკანო 24 9 4 11 32-36 31
12. ბეტისი 24 9 3 12 28-32 30
13. სოსიედადი 24 8 6 10 27-34 30
14. ხეტაფე 24 7 8 9 24-31 29
15. მალიორკა 24 7 7 10 23-29 28
16. გრანადა 24 8 4 12 22-34 28
17. ვილიარეალი 24 6 9 9 25-36 27
18. რასინგი 24 4 12 8 19-31 24
19. სპორტინგი 24 5 6 13 22-45 21
20. სარაგოსა 24 3 6 15 19-45 15
ბომბარდირები
29 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 15 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო); 11 - მიჩუ (რაიო ვალეკანო); 9 - რუბენ კასტრო (ბეტისი), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).
მომდევნო ტური
3 მარტი: მალიორკა-ოსასუნა, ხეტაფე-მალაგა, რაიო ვალეკანო-რასინგი, ბარსელონა-სპორტინგი, სევილია-ატლეტიკო.
4 მარტი: სარაგოსა-ვილიარეალი, ბილბაო-რეალ სოსიედადი, გრანადა-ვალენსია, რეალი-ესპანიოლი.
5 მარტი: ლევანტე-ბეტისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"