"მსაჯი შესამიშნავად მუშაობდა, თუმცა იყო გარკვეული მომენტები… მიუხედავად ამისა, არ ვაპირებთ იმაზე კამათს, უნდა გაეძევებინა თუ არა მოედნიდან ალვეში.
იგივე ეხება ბუსკეტსის ხელით თამაშსაც. შედეგები ყოველთვის სამართლიანია. ჩვენ ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით, მეტოქეს თავისუფალ ზონებს ვუკეტავდით.
პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მეორე ნახევარში კი უფრო გახსნილი თამაში წარიმართა. ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. თუმცა მესის გენიალურობამ უკეთესი შედეგის მიღწევის საშუალება არ მოგვცა", -