"ფერნანდო ძალიან ნიჭიერი ბიჭია. გამიჭირდა მისი დატოვება ნაკრების მიღმა, მაგრამ ჩემს თავთან მართალი უნდა ვიყო. ბოლო დროს ის არასტაბილურად თამაშობდა. ტორესს ვაკვირდებით და ჩანს, რომ ფეხბურთელი ბრძოლობს და ენთუზიაზმით მუშაობს.
იმედია, ახლო მომავალში ის გოლების გატანას დაიწყებს. ტორესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მისი თამაშიდან გამომდინარე მივიღებთ.
სიტუაცია კარგი ნამდვილად არაა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს", - თქვა დელ ბოსკემ.
მომზადებულია Sky