ჯერ კიდევ დასადგენია, რამდენი ხნით დააკლდა ის ფეხბურთს, მაგრამ ცხადია - ვენესუელასთან მატჩში ნეგრედო ვერაფრით ითამაშებს. ნეგრედო ნაკრებთან ერთად რჩება, მის ნაცვლად კი დელ ბოსკე არავის დაამატებს.
ვილიარი: რა უცხოეთი?!
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი გამორიცხავს პრესაში გავრცელებულ ვარიანტს, რომლის თანახმადაც ესპანეთის თასის ფინალი 25 მაისს უცხოეთში გაიმართება.
"ესპანეთის თასის ფინალი ესპანური ფეხბურთის ზეიმია და, სანამ მე ვარ ფედერაციის პრეზიდენტი, ის მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში გაიმართება", - განაცხადა ვილიარმა.
რონალდო: ევრო უნდა მოვიგოთ
"რეალის" პორტუგალიელმა ბომბარდირმა კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ მისი ნაკრების უმთავრესი ამოცანა პოლონეთ-უკრაინაში... ევროპის ჩემპიონობა იქნება. ოთხშაბათს პორტუგალიის ნაკრები ვარშავაში ამხანაგურად პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, პორტუგალიის ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში მოხვდა" ევრო 2012-ზე - გერმანიის, დანიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"