პეპ გვარდიოლამ ”ბარსელონას” ფეხბურთელები შოკში ჩააგდო

AutoSharing Option
როდესაც "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის მოგებას ვერ შეძლებს, ეს სიტყვები მხოლოდ მასმედიის წარმოამდგენლების მისამართით არ უთქვამს.

იგივე განუცხადა მან თავის შეგირდებს მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგაც. გვარდიოლამ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა და უთხრა:

"ეროვნული ჩემპიონატის მოგებას ვერ შევძლებთ. ამიტომ ყურადღება ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე უნდა გადავიტანოთ. თუმცა, ლა ლიგაში მთელი ძალით უნდა ვითამაშოთ, რათა საერთაშორისო არენაზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ".

ფეხბურთელები გვარდიოლას ამ განცხადებამ ძალიან გააკვირვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული