ყველაზე უცნაური, რა თქმა უნდა, ფერია - ნაკრებმა პოლონეთ-უკრაინაში შესაძლოა, ცისფერი მაისურებით და თეთრი ტრუსებით ითამაშოს.
მართალია, ესპანეთის ნაკრებმა თავისი ყველაზე დიდი ჯილდო მუქი ლურჯი მაისურებით მოიპოვა 2010 წლის მუნდიალის ფინალში, მაგრამ ცისფერი?
"ადიდასის" განცხადებით ფორმის დიზაინი ესპანეთის ნაკრების 1960 წლის დროინდელი ფორმის მსგავსებაა, მაგრამ გუნდს ამ შეფერილობით არასდროს, არსად, არც ერთ ასაკობრივ ჯგუფში არ უთამაშია.
ამასობაში ლუის არაგონესი, სპეციალისტი, რომელმაც "ფურია როხას" ევრო 2008
დღეს დელ ბოსკეს გუნდი სესარ ფარიასის ვენესუელას "ლა როსალედაზე" მასპინძლობს. ამ შეხვედრაში შესაძლოა ბილბაოს "ატლეტიკის" გარემარბის, 19 წლის იკერ მუნიაინის დებიუტი შედგეს ეროვნულ გუნდში, ხოლო "ვალენსიას" შემტევი რობერტო სოლდადო 2007 წლის შემდეგ პირველად გავიდეს ეროვნული ნაკრების მაისურით.
ესპანეთი (სავარაუდო): კასილიასი - არბელოა, პუიოლი, რამოსი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო - სილვა, ლორენტე, ინიესტა (ან მუნიაინი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"