იოჰან კრუიფი: არცერთი გუნდი არ დარბის ისე ცოტას, როგორც "ბარსელონა"

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა იოჰან კრუიფმა ბოლო წლების მანძილზე გუნდის თამაში შეაფასა.

სახელგანთქმულმა ჰოლანდიელმა აღნიშნა, რომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს ბევრი სირბილი არ უხდებათ.

"არცერთი გუნდი მსოფლიოში არ დარბის ისე ცოტას, როგორც "ბარსელონა". კატალონიელთა ფეხბურთელები ბურთს მუდმივად ფლობენ და ათამაშებენ.

სწორედ ისინი კარნახობენ თამაშის ტემპს და წყვეტენ მის მსვლელობას. მოედანზე მხოლოდ ერთი ბურთია და მისი მფლობელიც თავისთვის სასურველ გადაწყვეტილებას იღებს", - განაცხადა კრუიფმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული