გაგიკვირდებათ და, მათ არ აინტერესებდათ "რეალის" ფეხბურთელები. ისინი მადრიდში "ელვების" 26 წლის მარჯვენა მცველის, ტიტოს (რობერტო რომან ტრიგერო) თამაშის სანახავად იყვნენ ჩასულები. ტიტოსთვის ეს პირველი სეზონია ესპანურ ელიტაში. ის 2009 წლიდან "რაიო ვალეკანოში" თამაშობს.
"გახარებული ვარ, რომ ჩემით ასეთი დიდი კლუბი დაინტერესდა. გასახდელში მითხრეს, რომ მარტინ ფერგიუსონი ჩემი თამაშის სანახავად იყო ჩამოსული. არ ვიცი, რამდენად ძლიერია მათი ინტერესი. "მანჩესტერში" თამაში მართლაც დიდებული იქნებოდა, თუ არადა, გავაგრძელებ "რაიოში" თამაშს",
რეალი ეუსებიოს თასზე
მადრიდის "რეალმა" თანხმობა განაცხადა წლეულს ეუსებიოს სახელობის თასში მონაწილეობაზე. 27 ივლისს ლისაბონში "ბენფიკა" "რეალს" ეუსებიოს თასისთვის დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. წლეულს ეუსებიოს თასის მეხუთე გათამაშებაა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა 1960-75 წლებში იცავდა "ბენფიკას" ღირსებას.
შარშანდელ გათამაშებაში "ბენფიკამ" 2:1 მოუგო "არსენალს" აიმარისა და ნოლიტოს პასებით. ინგლისელთაგან გოლი ვან პერსიმ გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"