პსჟ ჩავის 80 მილიონად იყიდის?

AutoSharing Option
"დიარიო ასი" სენსაციურ ცნობას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პარიზული "პარი სენ ჟერმენი", რომელსაც ფინანსური შესაძლებლობა არ აკლია, ჩავის 80 მილიონ ევროდ ყიდვას აპირებს.

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს 2014 წლამდე აქვს კონტრაქტი "ბარსელონასთან", კიდევ ორი წლით გაგრძელების უფლებით.

32 წლის ჩავიმ მთელი თავისი კარიერა კატალონიურ გრანდში გაატარა. 1999 წელს ის ძალიან ახლოს იყო "მილანში" გადასვლასთან, მაგრამ მაშინ დედის თხოვნით "ბარსელონაში" დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული