ფრანგმა მცველმა გერმანიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, აბიდალი ტრავმას 10 დღეში მოიშუშებს.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს ასევე ტიაგო ალკანტარასაც. ესპანელმა ფეხბურთელმა ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩში ფეხი დაიზიანა.
გამომდინარე აქედან, ორივე ფეხბურთელი იძულებული იქნება მომავალ უქმეებზე "სპორტინგთან" შეხვედრა გამოტოვოს.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით