კატალონიური გამოცემა გვიმტკიცებს, რომ მწვრთნელი ახლოსაა ხელშეკრულების გაგრძელებასთან. ახალი, გადამწყვეტი შეხვედრა პეპსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ხუთშაბათსაა დაგეგმილი.
"ბარსელონა" 41 წლის მწვრთნელს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს, თავად გვარდიოლას კი მხოლოდ 2013 წლის ზაფხულამდე სურს "ბარსელონაში" დარჩენა. გვარდიოლამ 2008 წელს შეცვალა ფრანკ რაიკაარდი და მას მერე "ბარსას" 13 ტიტული მოაგებინა.
თასის ფინალი ისევ ჰაერშია
სად გაიმართება სამეფო თასის ფინალი მაისში? ეს საკითხი უკვე საგად იქცა ესპანეთში. "რეალის" პოზიციის გამო
"ბარსელონას" სურს თასის ფინალი 25 მაისს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გაიმართოს, ხოლო ბასკების წინადადება დიამეტრულად საწინააღმდეგოა - 20 მაისი, სევილია, სტადიონი "კარტუხა".
ეს გაურკვევლობა დიდხანს აღარ გაგრძელდება - სამშაბათს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვალენსია დებუშის უმიზნებს
ფრანგული "ლილის" განაპირა მცველმა მატიო დებუშიმ განაცხადა, რომ მისით "ვალენსიაა" დაინტერესებული. 26 წლის დებუში წარმატებით თამაშობს როგორც კლუბში, ასევე საფრანგეთის ნაკრებში.
"პირველ რიგში "ლილში" საუკეთესო სეზონის ჩატარებაზე ვფიქრობ, მინდა გუნდს დავეხმარო, თუმცა "ვალენსიას" ინტერესი დამაინტრუგებელია, მათ სურთ ზაფხულში ჩემი შეძენა. ერთია, მე კონტრაქტი "ლილთან" მაკავშირებს და გადაწყვეტილებას თავად ვერ მივიღებ", - განუცხადა "ეკიპს" დებუშიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"