ალექსის სანჩესი ორი კვირით იუქმებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი ხიხონის "სპორტინგთან" (3:1) მატჩში დაშავდა და ორი კვირით დაისვენებს.

"უდინეზედან" "ბარსაში" გასულ ზაფხულს გადასულმა ფეხბურთელმა ხსენებული მატჩის მეორე ტაიმში სესკ ფაბრეგასი შეცვალა.

მან შეხვედრა მტკივანი ფეხით დაასრულა. მატჩის შემდეგ კი გუნდის ექიმებმა მარჯვენა ფეხის ტრავმა დაუდგინეს.

ალექსის სანჩესმა "ბარსელონაში" 37 მილიონ ევროდ გადასვლის შემდეგ, "ბლაუგრანას" მაისურით 11 გოლი გაიტანა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული