შეგახსენებთ, რომ "სპორტინგთან" არ უთამაშია, კატალონიელთა გუნდის არგენტინელ ფორვარდს ლიონელ მესის.
"მესისთან ერთად გაგვიადვილდებოდა, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ახლა ქულების დაკარგვა არ შეიძლება", - თქვა კეიტამ.
მომზადებულია AS-ის მიხედვით