ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური: მადრიდის "რეალმა" (სხვა) ბარსელონა დაიფრინა

AutoSharing Option
ვიდეო
მადრიდში ახლა ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ "სამეფო კლუბმა", შესაძლოა, სეზონის მერე სერხიო აგუერო გონსალო იგუაინში გაუცვალოს "მანჩესტერ სიტის".

რას იზამ, სხვა ინტრიგა არც არსებობს და... 4 მარტს "რეალს" "ესპანიოლთან" პრობლემა არ შექმნია, კრიშტიანო რონალდომ კი თავისი 30-ე გოლი გაიტანა სეზონში.
"რეალმა" "ესპანიოლს" 5 უპასუხო გოლი გაუტანა და 3 წლის წინ დაკარგულ ტიტულს მიუახლოვდა.

პელეგრინი: ჩემპიონთა ლიგისკენ ჰერი, ჰერი!
მანუელ პელეგრინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის კვლავ წარმატებულად იბრძვის. ანდალუსიელებმა ნოემბრის შემდეგ პირველად იმარჯვეს სტუმრად, "ხეტაფე" 3:1 დაამარცხეს. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ
აგებდნენ. ლუის გარსიას გუნდი აშკარად უკეთესი იყო პირველ ნახევარში და "ხეტაფემ" ნამდვილად დაიმსახურა დიეგო კასტროს გოლი ტაიმის მიწურულს - მარჯვენა ფლანგზე ჩვეულად ჩაიქროლა ვალერამ და საჯარიმოში კასტრო მოძებნა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა მადრიდელებმა კინაღამ 2:0 გახადეს ანგარიში. მერე კი, ვინ იცის, რა მოხდებოდა - დანი გუისას დარტყმული ხარიხამ აისხლიტა. "მალაგამ" სამი ერთმანეთზე უკეთესი გოლით უპასუხა მასპინძელთა გუნდს. ჯერ საჯარიმოს მისადგომიდან პორტუგალიელმა ელიზეუმ გაისროლა შორეულ კუთხეში, შემდეგ ელიზეუს პასით იგივე ჟერემი ტულალანმა გაიმეორა.

მატჩის მიწურულს ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სანტი კასორლამ წინ გამოსული მოია შენიშნა და დაახლოებით 40 მეტრიდან გაიტანა - 1:3.

გამოცნობილი შეცვლები
"იბეროსტარზე" ძალზე ლოგიკური ფრე დაფიქსირდა - 1:1. "ოსასუნას" შეეძლო ბალეარის კუნძულებიდან 3 ქულა წამოეღო, მაგრამ ხოაკინ კაპარასოსის მიერ შეცვლაზე შეშვებულმა ორმა ფეხბურთელმა "მალიორკას" ფრე მოუტანა - სერხიო ტეხერამ მოაწოდა კუთხური, რომელიც თავურით გოლად ემილიო ნსუემ აქცია.

პირველ ტაიმში ნავარელები ალვარო სეხუდომ დააწინაურა. ამ ეპიზოდში მეტისმეტად წინ იყო გამოსული დუდუ ავატე.

ეს რაიო აღარ ხუმრობს
"რეალთან" მატჩს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ასევე ღირსეულად წარმართა "რაო ვალეკანომ", "ელვები" იგებენ და იგებენ. ევროთასები? რატომაც არა, გუნდი აშკარად ბრწყინვალე, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. დასანანია, რომ "ვალეკასზე" ასეთი კარგი მატჩი მხოლოდ 12 ათასმა ადამიანმა ნახა.

უკვე მე-3 წუთზე მეკარესთან პირისპირ ბრაზილიელი ფორვარდი დიეგო კოშტა გავიდა, ტონიო მას უხეშად დაეჯახა და წითელი ბარათიც მიიღო. მიუხედავად ამისა, "რასინგი" 27 წუთის შემდეგ 2:0-ს იგებდა. ჯერ მარკ ტორეხონმა მახვილი კუთხიდან ოსტატურად დაასრულა საჯარიმოს გათამაშება, შემდეგ გონსალო კოლსა გავიდა მეკარესთან პირისპირ და მას თავზე გადაუგდო ბურთი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და სანდოვალმა ტაიმის მიწურულს რაულ ტამუდო და პიტი შეიყვანა. ბოლო წუთზე მიჩუმ თავით 15 მეტრიდან გაიტანა გოლი - 1:2.

კაცნაკლულ "რასინგს" ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, რაც მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო მათმა შემტევმა კრისტიან სტუანიმ. ამის შემდეგ მარიოს კარში ოთხი გოლი გავიდა, რომელთაგან მსაჯმა ერთი შეცდომით არ ჩათვალა და ტამუდოს დუბლის გაფორმება არ აცალა. მართალია, დიეგო კოშტას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ის აშკარად საუკეთესო იყო - სამი საგოლე პასი მის ანგარიშზეა.

ბარსა მესის გარეშე
მოდი, ვნახოთ "ბარსელონა" ლეო მესის გარეშე - როგორც ჩანს, ის, რაც ჩავის და ინიესტას დუეტის გარეშე მიუღწეველია, მესის გარეშე (ოღონდ, როცა ეს ორი მოედანზეა) ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა უდიდესი ბრძოლის ფასად.

პირველი გოლი ადრიანოს აფეთქებას მოჰყვა, რომელიც დიდებულად შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ინიესტა მოძებნა. მეორე ტაიმის დასაწყისში ჟერარდ პიკემ მიგელ დე ლას კუევასი ბოლო იმედის ჯარიმით შეაკავა და "ბარსა" 10 კაცით დარჩა. მალევე ფორმოზე მენდის ჩაწოდებას დავიდ ბარალის საპასუხო გოლი მოჰყვა.

ამის მერე კომიკური სიტუაცია იყო - 10-კაციანი გუნდი გამუდმებით უტევდა, ხოლო რიცხობრივ უპირატესობაში მყოფი, 11 კაცით იცავდა თავს. "ბარსამ" მიზანს მაინც მიაღწია - სეიდუ კეიტას დიდებული გოლით და ინიესტა-ჩავის კომბინაციით, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

ბაბა და ქულა
"მარიტიმუდან" ნაყიდმა პაპა ბაბაკარ დიავარამ, რომელსაც ესპანეთში მოკლედ და კონკრეტულად ბაბა შეარქვეს, "სევილიას" ქულა გადაურჩინა "ატლეტიკოსთან" მატჩში. სენეგალელმა ხესუს ნავასის პასი მიიღო და არ გასჭირვებია ტიბო კურტუას კარის დალაშქვრა - 1:1.

მანამდე კი "ატლეტიკო" ედუარდო სალვიოს თავურით დაწინაურდა, რომელსაც ასისტენტობა ადრიან ლოპესმა გაუწია. კლუბებს კვლავ თანაბარი ქულები აქვთ.

ბარსელონას წყალი გადმოესხა
"ბარსელონადან" გადმოსული აბრაამ მინეროს გოლის წყალობით "სარაგოსამ", როგორც იქნა, იმარჯვა - "ვილიარეალი" 2:1 დაასრულა. არადა, თავიდან ყველაფერი ჩვეული სცენარით დაიწყო - არაგონელებმა პირველებმა გაუშვეს.

"ელ სუბმარინომ" ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშა, რომელშიც ნილმარი, კამუნიასი და მარტინუჩო მონაწილეობდნენ. ყველაფერი დიამეტრულად ბოლო წუთებში შეიცვალა - ჯერ ლუის გარსიამ გაიტანა ფანტასტიკური გოლი, შემდეგ კი არანდას პასით მცველმა აბრაამმა იყოჩაღა.

სუსაეტას ტრიუმფი ბასკურ დერბიში
ბასკური დერბის გმირი 24 წლის ნახევარმცველი მარკერ სუსაეტაა, რომელმაც "სან მამესზე" დუბლი შეასრულა "რეალ სოსიედადის" კარში - 2:0.

სუსაეტამ ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, რამდენჯერმე სტუმრები კი კლაუდიო ბრავოს ნახტომებმა იხსნეს. ნახევარმცველმა მეორე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ თამაშის ბედ-იღბალში მატეო ლაოსი ჩაერია, მსაჯმა კარლოს ველას გოლი არ ჩაუთვალა 0:1-ზე.

სოფიანის სამიანი
სოფიან ფეგულის გოლის წყალობით "ვალენსიამ" განიმტკიცა მესამე ადგილი ლა ლიგაში. როგორც ჩანს, მცირე კრიზისი დაძლეულია, "ღამურები" ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ, მაგრამ არც კონკურენტებს იკარებენ ახლოს. ასე რომ, რეალურად "ჰაერში" მხოლოდ მე-4 ადგილი და ლიგის ბოლო საგზურია ლა ლიგაში.

მეორე ტაიმში "გრანადა" სჯობდა მეტოქეს, ორივე გუნდმა კი თავი უხეშობებით დაგვამახსოვრა: იტურალდე გონსალესმა 13 ყვითელი ბარათი დაარიგა.

ტურის ამბების აკიდო
რაიო ვალეკანო-რასინგი 4:2:
ამ შეხვედრაში სეზონის ყველაზე სწრაფი შეცვლა განხორციელდა - მე-3 წუთზე ადრიანი ("სევილიას" მწვრთნელის, მიჩელის ვაჟი) სათადარიგო მეკარე მარიო ფერნანდესმა შეცვალა. რადგან წამებით ადრე სტუმართა მეკარე ტონიო გააძევეს. ეს ერთადერთი მატჩია სეზონში, სადაც პირველივე ტაიმში სამი შეცვლა განხორციელდა. აქედან არც ერთი არ იყო ტრავმით განპირობებული.

ბარსელონა-სპორტინგი 3:1: ამ თამაშში "ბარსელონამ" ალექსის სანჩესი დაკარგა. ჩილელმა ფორვარდმა საზარდული იტკინა და პირველი ინფორმაციით, 10-15 დღეს გამოტოვებს. თუმცა ხოსეპ გვარდიოლა შიშობს, რომ სანჩესის ტრავმა უფრო სერიოზულია.

სარაგოსა-ვილიარეალი 2:1: თამაშის დიდი ნაწილი "ლა რომალედაზე" შეკრებილ ფანთა უმრავლესობამ პროტესტის გამოხატვაში გაატარა - ისინი გუნდიდან "სარაგოსას" მფლობელის, აგასიტო იგლესიასის წასვლას ითხოვდნენ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXV ტური
ხეტაფე-მალაგა 1:3
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, კატა დიასი, ალექსისი, მანე - ბარადა (62. სარაბია), ხ. როდრიგესი, ლასენი, დ. კასტრო (80. პედრო ლეონი) - მიკუ (68. არისმენდი), გუისა.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, ველიგტონი, მატეისენი, მონრეალი - ტულალანი, რესიო (46. ელიზეუ) - კასორლა, სება ფერნანდესი (70. დემიკელისი), ისკო (46. ხოაკინი) - რონდონი.
გოლები: 1:0 დ. კასტრო (42), 1:1 ელიზეუ (57), 1:2 ტულალანი (81), 1:3 კასორლა (92)
გაფრთხილება: ვალერა, ლასენი, მანე - ისკო, რესიო, რონდონი, მატეისენი
კუთხური: 2-2; ჯარიმა: 16-20; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17-9 (6-7); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 11 000

მალიორკა-ოსასუნა 1:1
მალიორკა (4-2-3-1): ავატე - ჩიკო, ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი (67. ნსუე) - მარტი, ტისონე (46. ტეხერა) - პერეირა, ალფარო (46. ჰემედი), გ. კასტრო - ვიქტორი.
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, დამია - ლოლო, ლო - სეხუდო (89. ნეკუნამი), რ. გარსია, ლამა (73. რ. ტორესი) - ნინო (80. ტიმორი).
გოლები: 0:1 სეხუდო (45), 1:1 ნსუე (70)
გაფრთხილება: ტისონე, ჩიკო - დამია, სეხუდო, ტიმორი
კუთხური: 8-8; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 14-9 (2-2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 13 000

ვალეკანო-რასინგი 4:2
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ხოელი - ტიტო, არიბასი, პულიდო, კასადო (38. ტამუდო) - მოვილია (38. პიტი), ფუეგო - ტრაშორასი, მიჩუ, არმენტეროსი (74. ბრავო) - დ. კოშტა.
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - დიოპი, კოლსა - არანა, ადრიანი (3. მარიო), სამპერიო (69. ბაბაკარი) - სტუანი (60. კრისტიანი).
გოლები: 0:1 ტორეხონი (9), 0:2 კოლსა (27), 1:2 მიჩუ (45), 2:2 მიჩუ (63), 3:2 ტამუდო (67), 4:2 პიტი (72)
გაფრთხილება: არმენტეროსი, კოშტა, ფუეგო, ტამუდო - ალვარო, დიოპი, ბერნარდო სუნიგა
გაძევება: ტონიო (3)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 6-1; კარში დარტყმა: 22-9 (13-3); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 12 000

ბარსელონა-სპორტინგი 3:1
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, ადრიანო - ჩავი, კეიტა, ინიესტა - კვენკა (80. პუიოლი), ფაბრეგასი (58. ტელიო), პედრო (58. სანჩესი).
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი (47. ბარალი), ბოტია, გალვესი, კანელია - ანდრე კაშტრო, ნაჩო კასესი - მენდი, ორფილა, აიოსე (47. კარმელო) - დე ლას კუევასი (74. ეგურენი).
გოლები: 1:0 ინიესტა (41), 1:1 ბარალი (49), 2:1 კეიტა (78), 3:1 ჩავი (87)
გაფრთხილება: ინიესტა, ჩავი, კეიტა, ალვეში - აიოსე, კანელია, დე ლას კუევასი, გალვესი, კარმელო, ეგურენი, ბარალი
გაძევება: პიკე (46)
კუთხური: 13-1; ჯარიმა: 12-22; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15-4 (5-1); ბურთის ფლობა: 75%-25%.
მაყურებელი: 73 500

სევილია-ატლეტიკო 1:1
სევილია (4-4-2): პალოპი - კოკე, სპაჰიჩი (56. ტროხოვსკი), ესკუდე, ფ. ნავარო - ხესუს ნავასი, მედელი, რაკიტიჩი (56. ფასიო), რეიესი - კანუტე, ბ. დიავარა (73. დელ მორალი).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი (90. პერეა), მირანდა, დომინგესი, ფილიპე ლუიში - ტიაგო (80. პიცი), მ. სუარესი - კოკე, გაბი, სალვიო - ადრიან ლოპესი.
გოლები: 0:1 სალვიო (9), 1:1 ბ. დიავარა (53)
გაფრთხილება: მედელი, ნავარო - ფილიპე ლუიში, ტიაგო, სალვიო, ხუანფრანი, დომინგესი
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 20-9 (5-6); ბურთის ფლობა: 55%-45.
მაყურებელი: 40 500

სარაგოსა-ვილიარეალი 2:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - პ. ალვარესი, ლანსარო (40. და სილვა), პარედესი, ობრადოვიჩი (17. ორტი) - აპონიო, აბრაამი - ლუის გარსია, რუბენ მიკაელი, ლაფიტა (46. ედუ ორიოლი) - არანდა.
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, გონსალო, საპატა, კოსტა - სენა, ბრუნო - კამუნიასი (82. მარჩენა), მარტინუჩო (58. კანი), ბ. ვალერო - ნილმარი (74. ხოსელუ).
გოლები: 0:1 მარტინუჩო (15), 1:1 ლუის გარსია (84), 2:1 აბრაამი (93)
გაფრთხილება: პარედესი, აპონიო - ნილმარი, მარტინუჩო, მარჩენა
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 11-11 (3-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 000

ბილბაო-სოსიედადი 2:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, სან ხოსე, ამორებიეტა, აურტენეჩე - ხ. მარტინესი, დე მარკოსი - სუსაეტა, ანდერი (71. ი. პერესი), მუნიაინი (84. ეკიზა) - ფ. ლორენტე (60. ტოკერო).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, კადამურო - ბერგარა, არანბურუ (68. აგირეჩე) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა (72. პარდო), გრიზმანი - ველა (77. ხ. ლორენტე).
გოლები: 1:0 სუსაეტა (24), 2:0 სუსაეტა (80)
გაფრთხილება: მარტინესი, ამორებიეტა, სან ხოსე, სუსაეტა - ზურუტუზა, ბერგარა, ველა, კადამურო, გონსალესი, ესტრადა
კუთხური: 7-10; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 14-16 (7-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 38 500

გრანადა-ვალენსია 0:1
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - კორტესი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - ფ. რიკო, მ. რიკო - ხაიმე (76. აბელი), ხარა, დ. ბენიტესი (60. ხეიხო) - იგჰალო (53. უჩე).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბრუნო, რამი, რუისი, მატიო - მ. თოფალი, ტ. კოსტა - ფეგული (72. პ. ერნანდესი), ჟონასი (75. ადურისი), ალბა (79. პიატი) - სოლდადო.
გოლი: 0:1 ფეგული (32)
გაფრთხილება: ბენიტესი, სიკეირა, ხარა, ფ. რიკო - ფეგული, კოსტა, რამი, სოლდადო, ალბა, რუისი, მატიო, თოპალი, ბრუნო
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 6-5; კარში დარტყმა: 8-5 (3-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 25 000

რეალი-ესპანიოლი 5:0 (იხილეთ ვიდეო)

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რიკარდო კარვალიო (46. ვარანი), სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი (68. კალეხონი), კაკა, რონალდო - იგუაინი (80. მორატა).
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი (60. ამატი), მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, რომარიკი - ვეისი, ვერდიუ, კოუტინიო (46. ბაენა) - ა. ვასკესი (46. ს. გარსია).
გოლები: 1:0 რონალდო (23), 2:0 ხედირა (38), 3:0 იგუაინი (47), 4:0 კაკა (66), 5:0 იგუაინი (78)
გაფრთხილება: კარვალიო - რომარიკი, ფორლინი, ბაენა
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 22-6 (12-1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 78 000

ლევანტე-ბეტისი დღეს. 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 25 22 1 2 85-21 67
2. ბარსელონა 25 17 6 2 73-19 57
3. ვალენსია 25 12 7 6 38-29 43
4. ბილბაო 25 9 10 6 41-32 37
5. მალაგა 25 11 4 10 36-37 37
6. ლევანტე 24 10 5 9 34-35 35
7. ოსასუნა 25 8 11 6 29-39 35
8. ვალეკანო 25 10 4 11 36-38 34
9. ატლეტიკო 25 8 9 8 34-31 33
10. სევილია 25 8 9 8 27-28 33
11. ესპანიოლი 25 9 6 10 27-34 33
12. ბეტისი 24 9 3 12 28-32 30
13. სოსიედადი 25 8 6 11 27-36 30
14. მალიორკა 25 7 8 10 24-30 29
15. ხეტაფე 25 7 8 10 25-34 29
16. გრანადა 25 8 4 13 22-35 28
17. ვილიარეალი 25 6 9 10 26-38 27
18. რასინგი 25 4 12 9 21-35 24
19. სპორტინგი 25 5 6 14 23-48 21
20. სარაგოსა 25 4 6 15 21-46 18

ბომბარდირები
30 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 28 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 16 - გონსალო იგუაინი (რეალი);15 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 12 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), რობერტო სოლდადო (ვალენსია).

მომდევნო ტური
10 მარტი: მალაგა-ლევანტე, რეალ სოსიედადი-სარაგოსა, სპორტინგი-სევილია, ბეტისი-რეალი.
11 მარტი: ატლეტიკო-გრანადა, ესპანიოლი-რაიო ვალეკანო, ვალენსია-მალიორკა, რასინგი-ბარსელონა, ოსასუნა-ბილბაო.
12 მარტი: ვილიარეალი-ხეტაფე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული