კაკა: მალე დავბრუნდები

AutoSharing Option

"რეალის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა კაკამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და დააიმედა, რომ ფეხბურთს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება. ზაფხულში 28 წლის კაკამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ექიმების დასკვნით 4 თვე ვერ ითამაშებს. ესპანურ "დიარიო ას-ს" კაკას სიტყვები მოჰყავს, რომელიც მან "ტვიტერის" პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა: "5 სექტემბერს ერთი თვე გავიდა ჩემი ოპერაციიდან. ზიზიოთერაპიის კურსებს გავდივარ, რომ მოედანს სრულფასოვნად დავუბრუნდე. მალე ისევ მოედანზე მიხილავთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული