კლუბის ისტორიაში ათვლის წერტილად 1902 წლის 6 მარტი ითვლება, როცა "Madrid Football Club" დაარსდა. 1920 წლის შემდეგ კლუბი ტიტულ "სამეფოს" ატარებს, რომელიც მას ესპანეთის მეფემ ალფონსო XIII-მ მიანიჭა.
"რეალის" ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატში 31 გამარჯვებაა, რაც ნაციონალური რეკორდია. მადრიდელებმა ესპანეთის თასი 18-ჯერ მოიგეს და რვაჯერ - სუპერთასი.
ჩემპიონთა ლიგაში "რეალმა" ცხრაჯერ გაიმარჯვა, ორჯერ უეფას თასი მოიპოვა და ერთხელ - უეფას სუპერთასი.
გარდა ამისა, "სამეფო კლუბმა" საერთაშორისო თასი (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) სამჯერ მოიგო.