"ბარსელონა" და "ბოკა ხუნიორსი" დამეგობრდნენ

AutoSharing Option
"ბარსელონას" და არგენტინის "ბოკა ხუნიორსის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ახალგაზრდა ტალანტების მომავალზე ერთობლივად იზრუნებენ.

კატალონიელები "ბოკას" აკადემიას გამოცდილი მწვრთნელებით უზრუნველყოფენ. სანაცვლოდ, სახელგანთქმული არგენტინული კლუბიდან ნიჭიერი მოთამაშეების გადაბირების უფლება პირველებს ექნებათ.

ამ დროისთვის "ბარსელონა" უფლებებს სამასზე მეტ ახალგაზრდა არგენტინელ ფეხბურთელზე ფლობს, რომლებიც ფეხბურთის თამაშს ესპანურ კლუბში სწავლობდნენ, ახლა კი სამხრეთამერიკული ქვეყნების სხვადასხვა კლუბში თამაშობენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული