უნაი ემერი: სამწუხაროა, რომ "ვალენსიამ" ორი გოლი გაუშვა

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჰოლანდიურ პსვ-თან ევროპის ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩი შეაფასა.

"ღამურებმა" 4:2 გამარჯვება მოახერხეს.

"ჩვენს თამაშში ბევრი დადებითი იყო, თუმცა უარყოფითმა ასპექტებმა საკმაო ზიანი მოგვაყენა. არასტაბილურად ვთამაშობდით, რის შედეგადაც საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ.

4:0-ზე ანგარიში რომ შეგვენარჩუნებინა, ეს ბრწყინვალე შედეგი იქნებოდა. 4:2 კი უბრალოდ კარგი შედეგია.

ორი შეცდომა დავუშვით, რაც ჩვენი მოთამაშეების ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია", - განაცხადა ემერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული