Mestalla: Guanyar, guanyar i guanyar!

AutoSharing Option
ვალენსიის "მესტალიაზე" საინტერესო სიახლეა – საფეხბურთო მოედნისკენ მიმავალი გვირაბის ჭერსა და კიბეზე ფეხბურთელების გამამხნევებელი წარწერები გაჩნდა.

"როცა ლივერპულის სტადიონ "ენფილდზე" ხართ და მოედანზე გასასვლელად ემზადებით, მისკენ მიმავალ გვირაბში უკანასკნელი, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს, არის წარწერა "This is Anfield" - "ეს ენფილდია", - ამბობს "ვალენსიას" წარმომადგენელი, - ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მსგავსი რამ "მესტალიაზეც" გაეკეთებინა.

ამიერიდან, ვიდრე მინდორზე გავლენ, ჩვენი ფეხბურთელები შემდეგ ფრაზას წაიკითხავენ: "Mestalla: Guanyar, guanyar i guanyar!" ("მესტალია: გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება!"). როცა ასეთ მოწოდებას წაიკითხავს, ფეხბურთელი წესითა და
რიგით, საკუთარი ძალების უფრო მეტად უნდა ირწმუნებს და მოედანზე მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრით გავა. იმედია, ასეც იქნება".

ზემოთ მოყვანილი ფრაზა გვირაბის ჭერზეა, ხოლო კიბის საფეხურებზე ყველა საკლუბო ტიტული და მიღწევაა აღბეჭდილი – ესპანეთის ექვსი ჩემპიონობა, ესპანეთის შვიდი "სამეფო თასი", ესპანეთის ორი სუპერთასი, უეფას სამი თასი, თასების მფლობელთა თასი და ევროპის ორი სუპერთასი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული