მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში "ბარსამ" კონტინენტის უძლიერესი კლუბის ტიტული ვერ დაიცვა, კატალონიური კლუბის ქომაგთა რაოდენობა 13,6 მილიონი ადამიანით გაიზარდა და ახლა 57,8 მილიონს შეადგენს. მეორე ადგილზე პეპ გვარდიოლას გუნდის ისტორიული კონკურენტია – მადრიდის "რეალი", რომელმაც პირიქით, 10 მილიონი ფანი მოისაკლისა და 31,1 მილიონის მხარდაჭერით სარგებლობს. იქვეა "მანჩესტერ იუნაიტედიც" – 30,6 მილიონი, მეოთხე ადგილზე კი "ჩელსია" – 21,4
მიუნხენის "ბაიერნმა" კი ამ სიაში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა – მეცხრე ადგილიდან მეხუთეზე აღზევდა. ბოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტებს 20,7 მილიონი მხარდამჭერი ჰყავს, რომელთა შორის გერმანიაში მხოლოდ 10 მილიონი ცხოვრობს.