"ჩვენ ყველა საჭირო ინგრედიენტი გვაქვს იმისთვის, რომ მოვიგოთ წლევანდელი ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სიჩქარე არ გვარგებს, უნდა გადავდგათ ყოველი ნაბიჯი მიზანმიმართულად, დაუშვებელია გუნდზე უაზრო ფსიქოლოგიური ზეწოლა", - განუცხადა მადრიდის "რეალის" ოფიციალურ სატს გუნდის ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც მიიჩნევს, რომ "ერკულესმა" ყველას დაანახა - "ბარსელონა" არ არის დაუმარცხებელი.
"სეზონი ახალი დაწყებულია და რადგან "ბარსელონამ" წააგო, ვერ ვიტყვი, რომ ეს გუნდი შარშანდელზე სუსტია. ასეთი დასკვნებისთვის მეტისმეტად მცირე დროა გასული. "ერკულესთან" მარცხი მართლაც ძალიან მოულოდნელი იყო. როცა გავიგე, კარგა ხანს არ
რონალდო სეზონში პირველი მოგებით კმაყოფილია, თუმცა თავად უკეთ უწყის, რომ გუნდს კარგად არ უთამაშია: "ახლა მთავარი შედეგია, რომელსაც ჩვენ "ოსასუნასთან" მივაღწიეთ. ამიტომ კმაყოფილი ვარ. ჩვენ უკეთ თამაში და მეტი გოლის გატანა შეგვიძლია და ეს დროც მალე მოვა. "რეალს" მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს, გუნდი კი შენების პროცესშია - ჩვენ ერთმანეთსაც კი არ ვიცნობთ კარგად. ყველაფერი მოვა, ოღონდ, არა ერთბაშად".
გახსოვთ, ალბათ, ჟოზე მოურინიო მსაჯებს შემოსწყრა კრიშტიანო რონალდოს ხშირად გამეტებით ურტყამენ ფეხებში, მსაჯები კი ხშირად აქეთ რონალდოს სჯიანო. მადეირელი ამ საკითხსაც შეეხო: "ვფიქრობ, მოურინიო მართალია, იმ ფეხბურთელებს, რომელთაც შექმნა შეუძლიათ ხელ-ფეხი უნდა გაეხსნათ, უხეშობა უნდა აღიკვეთოს. ვიცი, რომ მოურინიომ ეს განცხადება მხოლოდ ჩემი გულისთვის და მხოლოდ "რეალისთვის" არ გააკეთა, ის პრინციპული წინააღმდეგია უხეშობით ფონს გასვლის, სურს, რომ ფეხბურთში იმან გაიმარჯვოს, ვინც უკეთესია".