ამიერიდან ამ სოლიდურ კომპანიას ლონდონის "არსენალიც" დაემატება. "მეთოფეთა" დამრიგებელი არსენ ვენგერი ამ ფეხბურთელის ნიჭის სტაჟიანი თაყვანისმცემელი ყოფილა და იანვარში, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ნავასის შეძენასაც შეეცდება.
წლის ბოლომდე "მეთოფეები" საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან და ანდალუსიური კლუბის ოფისს ხესუს ნავასის თაობაზე ოფიციალური წინადადებითაც მიმართავენ. საქმეში ჩახედული ხალხი ვარაუდობს, რომ "სევილია" თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში 24 წლის ნავასმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შთამბეჭდავად