დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ 21 აპრილს "ნოუ კამპზე" გასამართ მატჩში აშკარა ფავორიტი არ არსებობს.
"ბარსელონა" და "რეალი" ევროპის ორი საუკეთესო კლუბია. რაც შეეხება 21 აპრილის მათ დაპირისპირებას, აშკარა ფავორიტს ვერ ვხედავ.
ჩემპიონატის ემოციური დასასრული გველის. არ ვფიქრობ, რომ ამ მატჩში განვითარებული მოვლენები ეროვნულ ნაკრებზე უარყოფითად აისახება", - განაცხადა დელ ბოსკემ.