ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა.
41 წლის სპეციალისტის კონტრაქტის ვადა ივნისში იწურება. ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ გვარდიოლამ მისი გახანგრძლივება გადაიფიქრა.
"გმადლობ, პეპ, იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ და "ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს მოგვანიჭეთ. გმადლობთ იმ იდეალური ფეხბურთისთვის, რომელიც, ალბათ, აღარასდროს განმეორდება", - თქვა როსელმა.
კატალონიურ გრანდში გვარდიოლას შესაძლო შემცვლელებად ლონდონის "ჩელსის" ყოფილი დამრიგებელი, პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში და საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი, ასევე, ბილბაოს
შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ "ბარსელონას" მთავარი გუნდი 2008 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატი სამჯერ (2009. 2010 და 2011 წლებში), ჩემპიონთა ლიგა ორჯერ (2009 და 2011 წლებში), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ორჯერ (2009 და 2011 წლებში) მოიგეს. სულ კი პეპის ხელში კლუბმა 13 ტიტული მოიპოვა.
თემასთან დაკავშირებით
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ახალი სეზონიდან ტიტო ვილანოვა იქნება
ხოსეპ გვარდიოლა: სწორად ვიქცევი, "ბარსელონადან" რომ მივდივარ!
რატომ ტიტო ვილანოვა?
ლიონელ მესი: ხოსეპ გვარდიოლას პრესკონფერენციაზე მისვლა ვერ გავბედე