"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შედარებას აბსურდული უწოდა. "ამჟამად ამ ორ ფეხბურთელს შორის დიდი სხვაობაა. მესი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ ამ თემაზე დებატები უნდა შეწყდეს. ახლა მე ასეთ შედარებას აბსურდულს ვუწოდებდი", - განაცხადა პიკემ "დიარიო AS-თან" ინტერვიუში.
ლუიშ ფაბიანო უკმაყოფილოა
"სევილიას" ბრაზილიელი ფორვარდი ლუიშ ფაბიანო ნანობს, რომ სატრანფერო პერიოდში გუნდი არ დატოვა - ის უკმაყოფილოა, რადგან ანტონიო ალვარესი არ აყენებს სასტარტო შემადგენლობაში. "საშინელი შეგრძნებაა, როცა სათადარიგოთა სკამიდან გასცქერი თამაშს. ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეულია. ყველას დიდ პატივს ვცემ,
მას შემდეგ, რაც "სევილია" ჩემპიონთა ლიგიდან "ბრაგამ" გააგდო, ალვარესი ლუიშს სასტარტოს არ აკარებს, თამაშს უმთავრესად ალვარო ნეგრედო და ფრედერიკ კანუტე იწყებენ.
ბასკები რეალს არ უფრთხიან
შაბათს სან სებასტიანს მადრიდის "რეალი" ესტუმრება. 2007 წლის შემდეგ "რეალ სოსიედადს" "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ არ უთამაშა. შაბათის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. "მარკასთან" საუბარში "რეალ სოსიედადის" მწვრთნელმა მარტინ ლასარტემ განაცხადა, რომ არ აპირებს "რეალის" წინააღმდეგ განსაკუთრებული ტაქტიკით თამაშს: "არაფერსაც არ შევცვლი, ჩვენ არ ვუყურებთ ვის ვეთამაშებით, "რეალ სოსიედადი" ცდილობს ყოველთვის საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს", - განაცხადა მწვრთნელმა და მეტოქის შემადგენლობიდან გერმანელი მესუთ იოზილი გამოყო: "რეალის" შემადგენლობაში პირველ ორ თამაშში ისე გაიბრწყინა, რომ იოზილი, ალბათ, "რეალის" საკვანძო ფიგურა გახდება".