ტრეზეგე: მზე და ზღვა მომენატრა

AutoSharing Option
როცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ "იუვენტუსიდან" წასვლა გადაწყვიტა, ბუნებრივია, მისი პერსონით არაერთი ძლიერი კლუბი დაინტერესდა. სახელოვან ფრანგ მეგოლეს იტალიაში დარჩენაც შეეძლო და ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაც, მაგრამ "ტრეზეგოლმა" ესპანეთის ლა ლიგა, კერძოდ კი ამ ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ალიკანტეს "ერკულესი" აირჩია.

"ლაციო" და "ლივერპული" ჩემს ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობდნენ. რომაულ კლუბში გადასვლა ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ იქნებოდა. რაც შეეხება "ლივერპულს", ამ კლუბში ხავიერ მასკერანოს სავარაუდო ტრანსფერის გამო გაურკვევლობა სუფევ
და. ასეც რომ არა, ტურინში გატარებულმა ათმა წელიწადმა მზე და ზღვა მომანატრა – იქამდე ხომ მონაკოში ვცხოვრობდი. გარდა ამისა, ალიკანტე ჩემი მეუღლის მშობლიური ქალაქია და ჩემს არჩევანზე გავლენა ამ ფაქტორმაც მოახდინა. ამიტომაც იყო, "ერკულესი" რომ ავირჩიე. ვატყობ, არც შევმცდარვარ", - თქვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ვისაც კარიერაში 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული