ლაუდრუპი მალიორკაში ინიშნება

AutoSharing Option

"მარკას" ცნობით, "მალიორკას" ახალ გენერალურ მენეჯერ ლორენსო სერა ფერერს უკვე შერჩეული ჰყავს ახალი მწვრთნელის კანდიდატურა - დანიელი მიქაელ ლაუდრუპი. მას შემდეგ, რაც კრიზისში მყოფ კლუბთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა გრეგორიო მანსანომ, გუნდი უმწვრთნელოდაა. ლაუდრუპი თავადაც დაინტერესებულია ახალი სამუშაოთი. უახლოეს ხანებში ფერერი და ლაუდრუპი ერთმანეთს შეხვდებიან და გაუზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს. 46 წლის ლაუდრუპს მას შემდეგ არ უმუშავია, რაც 2009 წელს მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს. პრიმერაში ლაუდრუპს "ხეტაფე" ჰყავს გაწვრთნილი (2007-2008 წლების სეზონში).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული