ატლეტიკო იბრაჰიმ აფელაის კონტრაქტს უმზადებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ხელმძღვანელები მომავალ ზაფხულში პსვ-ს ნახევარმცველ იბრაჰიმ აფელაის კონტრაქტს შესთავაზებენ.

მადრიდელებმა 24 წლის ფეხბურთელს იმიტომ აკვირდებიან, რომ, ჯერ ერთი, მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი ნიჭიერი ფეხბურთელია, და მეორეც, მას ივნისში ეინდჰოვენურ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება. ამასთან, აფელაი მის გახანგრძლივებას არც აპირებს – ანუ მომვალ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და მსურველ კლუბში უფრო იოლად გადავა. პლუს ამას, ჰოლანდიის ნაკრების შუახაზელს არაერთხელ უთქვამს, ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ვოცნებობო.

"ესპანური ჩემპიონატიც მომწონს და იქ მოასპარეზე გუნდებიც. "რეალისა" და "ბარსელონას" გარდა იქ სხვა შესანიშნავი კლუბია, მაგალითად,
"ატლეტიკო", "სევილია", "ვალენსია". ესპანურ კლუბებში მეგობრებიც მყავს და მათგან ლა ლიგასა და მთლიანად ქვეყანაზეც მხოლოდ კარგი მსმენია", - ამბობს აფელაი.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული