სანდრო როსელმა კრიშტიანო რონალდო და ჟოზე მოურინიო მიწასთან გაასწორა

AutoSharing Option
"რეალსა" და "ბარსელონას" შორის "სიტყვების ომში" კატალონიური გუნდის პრეზიდენტი სანდრო როსელიც ჩაება.

როსელმა კრიშტიანო რონალდო და ჟოზე მოურინიო ცუდ კონტექსტში მოიხსენია. პრეზიდენტი ბარსელონაში ინსტიტუტო დე ქიმიკა დე სარიაში იმყოფებოდა სტუდენტებთან შეხვედრაზე.

სწორედ იქ განაცხადა მან, რომ კრიშტიანო რონალდო "ბარსელონაში" მე-12 ფეხბურთელი იქნებოდა, რადგან კატალონიური გრანდის 11-ივე სასტარტო ფეხბურთელი პორტუგალიელზე უკეთესია.

აი, რა თქვა მან მოურინიოს შესახებ: "მე არასოდეს მივიღებდი მწვრთნელს, რომელსაც გამარჯვების მოპოვება ყველა ხერხით სურს. მე ეგრევე ბოდიშს მოვიხდიდი, ჩემს მწვრთნელს ვინმესთვის თვალში თითი რომ ეტაკებინა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
"მე არასოდეს მივიღებდი მწვრთნელს, რომელსაც გამარჯვების მოპოვება ყველა ხერხით სურს.-აი რისთვის უყვართ ბარსელონა!არსებობენ კიდევ ასეთი მიდგომის პრეზიდენტები,ფეხბურთელები,გუნდი?!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული