კარვალიუ რეალს აქებს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიუს ხელში მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩებში 6 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი გაუშვა. "სამეფო კლუბის" პორტუგალიელ მცველს რიკარდუ კარვალიუს გუნდის დაცვაში საიმედოობის საკუთარი ახსნა აქვს.

"რაღა თქმა უნდა, ერთი გაშვებული გოლი დაცვის ხაზის დამსახურებაა, - აცხადებს კარვალიუ, - მაგრამ ამავდროულად ეს ნახევარმცველების მოქმედების ნაყოფიცაა. არც თავდამსხმელებს უნდა დავუკარგოთ გარჯა – ისინი პრესინგს მეტოქის ნახევარზევე ახორციელებენ. მოკლედ რომ ვთქვა, ეს მთელი გუნდის დამსახურებაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული