როსელი: ლეო, შენ ოქრო-კაცი ხარ!

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა არაორაზროვნად მიანიშნა, რომ თუ საჭირო გახდა, კლუბი ლეო მესის ისეთ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიურ კლუბს მისი კარიერის ბოლომდე დაუკავშირებს.

"ბარსას" პრეზიდენტი მესის დიდად აფასებს და ბუნებრივია, მასთან განშორება როსელის გეგმებში რომ არ შედის. ამასწინათ პრეზიდენტმა უთხრა: "ლეო, შენ ოქრო-კაცი ხარ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. არსად გაგიშვებთ".

ცნობილია, რომ თავისი კლუბის მიმართ მესისაც ანალოგიური ემოციები აქვს. "ოქროს ბუცის" მიღების შემდეგ არგენტინელმა თქვა: "ყოველთვის ხაზ ვუსვამდი, რომ "ბარსელონა" ჩემი სახლია.
ღმერთა ქნას, მთელი კარიერა ამ კლუბში გავატარო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული