ტიტო ვილანოვა: არაეთიკური არაფერი მითქვამს, მაგრამ გამაძევეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ტიტო ვილანოვამ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის გასვლით მატჩში "ოსასუნასთან" (2:1) მოედნიდან მისი გაძევების შესახებ ისაუბრა.

"ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი მოედნიდან იმის გამო გააძევეს, რომ მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

"მე მხოლოდ ლაინსმენს ვუთხარი, რომ ჩვენი ფეხბურთელის წინააღმდეგ წესების დარღვევა აშკარა იყო.

მან მითხრა, რომ არ გამეპროტესტებინა. ვუპასუხე, რომ არ ვაპროტესტებ და, უბრალოდ, ხაზს ვუსვამ, რომ აშკარა ჯარიმა იყო.

ეთიკის საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს", - განაცხადა ვილანოვამ.

ასევე იხილეთ:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული