რადამელ ფალკაო: ფერნანდო ტორესით აღტაცებული ვარ

AutoSharing Option
სუპერთასის დაპირისპირების წინ მადრიდის "ატლეტიკოს" კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ ლონდონის "ჩელსის" ფორვარდის, ფერნანდო ტორესის თამაშით აღტაცება გამოხატა.

"ესპანელი უდიდესი თავდამსხმელია. შესაძლოა, ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოც იყოს. ბოლო მატჩებში მან რამდენიმე ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ტორესით აღტაცებული ვარ და ამას არც ვმალავ. მის თამაშს მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვაკვირდებოდი.

"ჩელსი"? მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ და პატივი უნდა ვცეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ არანაირად არ ვუფრთხით. დიახ, მათ შემადგენლობაში ჰყავთ რამდენიმე მოთამაშე, რომელთაც მატჩის ბედის მარტო გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ კონცენტრაცია საკუთარ თამაშზე
უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ფალკაომ.

ევროპის სუპერთასისთვის მადრიდის "ატლეტიკოსა" და ლონდონის "ჩელსის" შეხვედრა მონაკოში 31 აგვისტოს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული