რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ზოგადად - "რეალის" 110-წლოვან ისტორიაში სულ 30 ქვეყნის წარმომადგენლებს უთამაშიათ.
მათ შორის ყველაზე მეტი არგენტინელია (29) და ბრაზილიელი (20). სამხრეთამერიკელთა შემდეგ მოდიან: ფრანგები (16) და ინგლისელები (11). სამწუხ
როგორც კი გამომიშვეს...
ბუნებრივია, ახალწვეულთან ინტერვიუ პირველმა "რეალმადრიდ ტვ"-მ ჩაწერა, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ინტერვიუ ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩამდეა ჩაწერილი:
"ბრწყინვალე ტექნიკა, მოედნის დიდებული ხედვა და ჭკვიანური პასები, კრეატიული, კაშკაშა, უნივერსალი, რომელსაც შუახაზის სხვადასხვა პოზიციაზე ერთნაირად კარგად შეუძლია თამაში...
სიურპრიზი სულაც არ არის, რომ ამდენი დადებითი თვისებით დაჯილდოებული ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს გეგმებში მოხვდა... დაბოლოს, ის აქ არის, "რეალმადრიდ ტვ" ლუკა მოდრიჩს შუადღის ვარჯიშის შემდეგ შეხვდა.
ხორვატი ამბიციურია, რაც მისი პირველივე სიტყვებიდან იგრძნობა.
- ჩემთვის დიდი პატივია "რეალის" ფეხბურთელობა, ვამაყობ. ახლა კი ჩემი კარიერის უდიდეს გამოწვევას უნდა გავუმკლავდე. მე მზად ვარ.
- თქვენ, ალბათ, ძალიან გახარებული ხართ, რომ შეთანხმებას მიაღწიეთ...
- დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მიმიღეს. კლუბში, რომელიც გადატენილია კაშკაშა ვარსკვლავებით და რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი თავკაცობს. ამაზე მეტი რა უნდა მენატრა? დიახ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი კარიერა ასე წარიმართა.
- როგორი იყო თქვენთვის ბოლო 24 საათი?
- ძალიან დაძაბული, ყოველ წუთს ლოდინი. და ბოლოს ტრანსფერი შედგა, ამდენი ლოდინის შემდეგ "ტოტენჰემმა" თანხმობა განაცხადა. ვერ აღგიწერთ, რას განვიცდი მას მერე.
- "რეალმა" ახალი სეზონი მას მერე დაიწყო, რაც ჩემპიონი გახდა და რამდენიმე რეკორდი დაამყარა. რას ნიშნავს თქვენთვის ამ დროს "სამეფო კლუბში" გადმოსვლა?
- ბრწყინვალეა. როგორც უკვე ვთქვი, "რეალი" დიდი გუნდია. ბოლო სეზონი ბრწყინვალე იყო, ახლა ჩვენ მისი გამეორება გვმართებს. "რეალი" იბრძოლებს ყველა ტიტულისთვის, ამაში დარწმუნებული ვარ. იმედია, გუნდს რაც შეიძლება, მეტი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარები.
- ჟოზე მოურინიო განსაკუთრებით იყო მოწადინებული თქვენი ტრანსფერის განხორციელებით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- სასიხარულოა, როცა ასეთი კარგი მწვრთნელი ფიქრობს, რომ გუნდისთვის საჭირო ვარ. მე მზად ვიყავი, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე მეცადა, სანამ ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა. მოურინიოსგან დიდად დავალებული ვარ და ვეცდები, გავუმართლო ნდობა კარგი თამაშით.
- როგორი მოგონებებით დაემშვიდობეთ "ტოტენჰემს", სადაც ასევე ძალიან წარმატებული კარიერა გქონდათ?
- ლონდონში 4 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, კლუბში, ქალაქში. განსაკუთრებით აღვნიშნავ "ტოტენჰემის" ფანებს, რომლებმაც კარგად მიმიღეს და ჩემი გაგებაც შეძლეს. დიდწილად ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, რომ ახლა "რეალში" ვთამაშობ. ინგლისიდან მხოლოდ კარგი მოგონებები გამომყვა.
- მოდი, თქვენი უფრო ადრეული კარიერა გავიხსენოთ...
- 15 წლის ასაკში მივედი ზაგრების "დინამოში" და ორი სეზონი დაბალ ლიგაში გავატარე. 17 წლისა იჯარით ბოსნიურ ლიგაში გამიშვეს, სადაც "ზრინსკიში" ვითამაშე. ბოსნიაში ერთი სეზონი ვითამაშე და ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გავხდი. შემდეგ კიდევ ერთი, ნახევარწლიანი იჯარის შემდეგ "დინამოში" დავმკვიდრდი, სადაც დაუვიწყარი 3,5 წელიწადი გავატარე".
ბოსნიური დინამიტი
თავი წამოყო ლუკას ყოფილმა კლუბმა, ბოსნიურმა ზრინსკი "მოსტარმა". ეს გუნდი მოდრიჩის ტრანსფერიდან წილს ითხოვს - ზუსტად 0,5%-ს. არადა, მოდრიჩი ბოსნიური კლუბის საკუთრება სულაც არ ყოფილა - 2003/04 წლების სეზონში იჯარით თამაშობდა. მაგრამ ბოსნიელები ფიფას წესს იყენებენ: მათ გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელის გაზრდაში კომპენსაცია ეკუთვნის.
საერთო ჯამში, ეს მაინც არ გამოდის დიდი თანხა, რადგან ბონუსების გარეშე მოდრიჩის ტრანსფერი სავარაუდოდ 35 მილიონ ევროს უდრის. ასე რომ, ბოსნიელები სადღაც 100-200 ათას ევროს ითხოვენ.
! თუ ?
"ტოტენჰემის" ყოფილ ნახევარმცველს "რეალისა" და ჟოზე მოურინიოს გეგმებში აშკარად დიდი ადგილი მიუჩინეს. მათ უნდოდათ ლუკა მოდრიჩი და არავინ სხვა. ან ლუკა ან არავინ! დაბოლოს, მიზანი მიღწეულია - ხორვატმა 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "რეალთან".
მოდრიჩის ტრანსფერი ნური შაჰინისას დაემთხვა - ორივე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე შედგა. ერთი წავიდა და მეორე მოვიდა. ლუკაში "რეალმა" 42 მილიონი ევროს რეგიონში გადაიხადა (ზუსტი ოფიციალური ციფრი უცნობია), შაჰინი კი 1 წლით იჯარით "ლივერპულში" გაუშვა. და მაინც, რატომ უნდა გაამართლოს ხორვატმა იქ, სადაც თურქს არაფერი გამოუვიდა?
შაჰინის, ბუნდესლიგის 2010/11 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, კარიერა "რეალში" დასაწყისშივე ცუდად წარიმართა. დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა ნახევარმცველმა "რეალთან" ერთად ვერ ივარჯიშა სეზონისთვის (ტრავმა).
საბოლოოდ კი მას სეზონში 10 მატჩი მოუგროვდა "ლოს ბლანკოსის" მაისურით. კაცი, რომელიც ჩაბი ალონსოს პარტნიორად მინდორზე, ან (უარეს შემთხვევაში) ბასკის შემცვლელად მოიაზრებოდა, ტრავმების გამო ჩაფლავდა (მიუხედავად ერთი-ორი კარგი თამაშისა).
ნური კარგი იყო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კვიპროსულ აპოელ-თან მატჩში. მაგრამ მოურინიოს უკვე ეჭვი ეპარებოდა, რომ დიდ გუნდებთან თურქს გაუჭირდებოდა კარგი თამაშის ჩვენება: "ნურის ეროვნულ ნაკრებში უფრო უადვილდება თამაში, ვიდრე "რეალში".
ჩვენ კი გვეხუმრება და არც დრო გვაქვს, ვერ ვათამაშებთ იმას, ვინც სხვებზე ნაკლებად ირჯება მოედანზე.
შაჰინს ძალიან გაუჭირდება "რეალში" დამკვიდრება", - იძახდა "განსაკუთრებული" სეზონის ბოლოსკენ.
შემდეგ მოურინიომ წინასასეზონო შეკრებაზე მისცა შანსი შაჰინს, მაგრამ მისი დასკვნა კვლავ უარყოფითი იყო - თავად დაეხმარა კლუბის მოძებნაში მას. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ 23 წლის კაცისთვის "ლივერპული" და ინგლისური პრემიერლიგა ზედგამოჭრილია კარიერაში წინსვლისთვის.
მოდრიჩს კი ეს გამოცდილება უკვე აქვს. ხორვატს 2008 წელს სკეპტიკურად ხვდებოდნენ ინგლისში.
მაგალითად, "არსენალის" თავკაცი არსენ ვენგერი მიიჩნევდა, რომ ლუკა მეტისმეტად სუსტი აგებულებისაა პრემიერლიგისათვის.
არადა, მიუხედავად გარეგნული ეფექტისა - მოდრიჩი ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მისი წაქცევა ძნელია.
რადგან მან ძალიან მძიმე და საინტერესო კარიერა გაიარა. შემდგომში ის გაიხსენებს: "ის, ვისაც ბოსნიაში უთამაშია, თავის გამოჩენას ყველგან შეძლებს".
მოდრიჩს შეუძლია მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში, თავდამსხმელთა უკან თამაში. ეს კი მოურინიოს ბევრ არჩევანს აძლევს. მოკლედ, რა პოზიციაზე ითამაშებს მოდრიჩი რეალში?
ეს კითხვა მას ორშაბათს სამჯერ დაუსვეს. პასუხი იყო დიპლომატიური: "სადაც მწვრთნელი მეტყვის", თუმცა ლუკა იქვე ამატებს: "ტოტენჰემში" ცენტრში მათამაშებდნენ. ამ პოზიციაზე თავს საუკეთესოდ ვგრძნობ".
ყველამ იცის, რომ მოურინიოს 4-3-3 სათამაშო სქემა უყვარს, მაგრამ "რეალში" იშვიათად იყენებს. თავიდან მოდრიჩი, ალბათ, 4-2-3-1 სქემას მოერგება, მერე კი ჟოზე აისრულებს ოცნებას და გუნდს 4-3-3-ზე გადაიყვანს.
მოდრიჩი ბევრ პოზიციაზე ითამაშებს, მაგრამ უფრო შუაში (ან უფრო შემტევ პოზიციაზე, ან ჩაბი ალონსოს გვერდით).
42-მილიონიანი ბოლი?
სხვათა შორის, მოდრიჩის ტრანსფერს კატალონიური გაზეთი "სპორტი" ასეთი ირონიული სათაურით გამოეხმაურა - "მოდრიჩი 42-მილიონიანი ბოლია, რომელმაც მათი სასირცხვილო სტარტი უნდა დაფაროს".
სტატიაში კიდევ ბევრი ეწერა იმაზე, თუ როგორ მალავენ მადრიდელები სატრანსფერო თანხას, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტი გადაიხადეს უსარგებლო ფეხბურთელში. ახლა ჯერი მოდრიჩზეა, მან უნდა დაამტკიცოს, რომ "სპორტი" ცდებოდა. უნდა დაამტკიცოს, რომ მზა ვარსკვლავია და არა პერსპექტიული ახალგაზრდა შაჰინივით.
ჩვენი დასკვნა ასეთია - მოდრიჩი იქ გაიბრწყინებს, სადაც შაჰინი ჩაფლავდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"